09/07/2024 09/07/2024 პარტნიორებთან, დონორებთან და მხარდამჭერებთან ერთად ფონდი „ლაზარე“ უკვე ექვს წელზე მეტია აქტიურად მუშაობს სამშვიდობო განათლების განვითარებასა და სკოლებში სამშვიდობო მიდგომების დანერგვაზე. სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, ყოვეწლიურად 30-მდე მასწავლებელს ეძლევა საშუალება ჩაერთოს ტრეინინგებში, აიმაღლოს ცოდნა და განივითაროს უნარები, რათა ეფექტურად შეძლოს მშვიდობის კულტურის ჩამოყალიბება სასკოლო საზოგადოებაში. ამ მიზნით, ფონდის სამშვიდობო პროექტების – „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ და...
09 Ιουλίου, 2024 - 17:53

პედაგოგების ტრეინინგები

Διαδώστε:
პედაგოგების ტრეინინგები

პარტნიორებთან, დონორებთან და მხარდამჭერებთან ერთად ფონდი „ლაზარე“ უკვე ექვს წელზე მეტია აქტიურად მუშაობს სამშვიდობო განათლების განვითარებასა და სკოლებში სამშვიდობო მიდგომების დანერგვაზე. სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, ყოვეწლიურად 30-მდე მასწავლებელს ეძლევა საშუალება ჩაერთოს ტრეინინგებში, აიმაღლოს ცოდნა და განივითაროს უნარები, რათა ეფექტურად შეძლოს მშვიდობის კულტურის ჩამოყალიბება სასკოლო საზოგადოებაში.

ამ მიზნით, ფონდის სამშვიდობო პროექტების – „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ და „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ – ფარგლებში, 2024 წლის 28 ივნისიდან 1 ივლისამდე და 5-8 ივლისს, პედაგოგების ორ ჯგუფს ვუმასპინძლეთ ტრეინინგზე – „სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა სასწავლო გარემოში“ – ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა, წვლილი შევიტანოთ სკოლებში მშვიდობაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვასა და მომავალი თაობებისთვის მშვიდობიანი და ჰარმონიული გარემოს შექმნაში.

პროექტები ხორციელდება შვეიცარიული ფონდის HEKS-EPER-ისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων