29 Νοεμβρίου, 2020 - 20:14
პოლონეთის უნეტარესმა მიტროპოლიტმა პანაშვიდი გადაუხადა სერბეთის უწმიდეს პატრიარქს
Διαδώστε:
2020 წლის 21 ნოემბერს, წმიდა მთავარანგელოზთა კრების დღესასწაულზე, უნეტარესმა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა საბამ საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ვარშავის სამიტროპოლიტო რეზიდენციის წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის კარის ტაძარში.
წირვის განსრულების შემდეგ, უნეტარესმა მიტროპოლიტმა საბამ აღასრულა სრულიად სერბეთის უწმიდესი პატრიარქის ირინეოსის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მწუხარება გამოთქვა მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.
Διαδώστε: