“რა თქმა უნდა, ვაქცინას გავიკეთებ” – უნეტარესი ანასტასიოსი
ალბანეთის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა ანასტასიომა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, გაიკეთებს თუ არა კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინას, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება, განაცხადა:
“რა თქმა უნდა, ჩემი გამორჩეული ექიმების მითითებით”.
შეგახსენებთ, რომ უნეტარესი ანასტასიოსი კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირებული იყო და მკურნალობას გადიოდა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, საიდანაც, თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, განკურნებული, მიმდინარე წლის 20 დეკემბერს დაბრუნდა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.