21/11/2020 21/11/2020 საბერძნეთის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ, საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა სერბეთის საპატრიარქოს. „ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ქრისტესმიერი ძმისა და ჩვენი თანამწირველის პეჩის მთავარეპისკოპოსის, ბელგრად კარლოვიჩის მიტროპოლიტისა და სრულიად სერბეთის პატრიარქ ირინეოსის ღვთივ მიცვალება, რომელიც ათეული წელი უძღვებოდა სერბეთის უწმინდეს ეკლესიას. სერბეთის ქრისტეს უწმინდესი ეკლესიის მწუხარების მთელი...
21 Νοεμβρίου, 2020 - 20:43
Τελευταία ενημέρωση: 21/11/2020 - 20:45

საბერძნეთის ეკლესიის სამძიმარი სერბეთის საპატრიარქოს

Διαδώστε:
საბერძნეთის ეკლესიის სამძიმარი სერბეთის საპატრიარქოს

საბერძნეთის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ, საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა სერბეთის საპატრიარქოს.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ქრისტესმიერი ძმისა და ჩვენი თანამწირველის პეჩის მთავარეპისკოპოსის, ბელგრად კარლოვიჩის მიტროპოლიტისა და სრულიად სერბეთის პატრიარქ ირინეოსის ღვთივ მიცვალება, რომელიც ათეული წელი უძღვებოდა სერბეთის უწმინდეს ეკლესიას.

სერბეთის ქრისტეს უწმინდესი ეკლესიის მწუხარების მთელი სულით მონაწილენი, ვლოცულობთ სიკვდილის ბატონმა და მხსნელმა იესო ქრისტემ დაუმკვიდროს პატრიარქ ირინეოსს ადგილი სანატრელი, სადაცა მართალნი, წმინდათა და ღირსთა თანა განისვენებენ!

წმინდა სინოდს კი ვუსურვებთ გამოირჩეს მის მემკვიდრედ ღირსეული”.

+ იერონიმე ათენელი

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων