05/01/2021 05/01/2021 მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, წელს ალილო სახეცვლილად ჩატარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საშობაო მსახურება ოთხშაბათს, საღამოს 23:00 საათზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღასრულებს. „მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში დიდებული დღესასწაულია. შობას საქართველოში კიდევ უფრო სადღესასწაულო ელფერი, უწმინდესის კურთხევით 2000 წლიდან მიეცა. წლებია, 7 იანვარს,...
05 Ιανουαρίου, 2021 - 20:05
Τελευταία ενημέρωση: 05/01/2021 - 22:50

საპატრიარქო – პანდემიის გათვალისწინებით, წელს საშობაო ალილო სახეცვლილად ჩატარდება

Διαδώστε:
საპატრიარქო – პანდემიის გათვალისწინებით, წელს საშობაო ალილო სახეცვლილად ჩატარდება

მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, წელს ალილო სახეცვლილად ჩატარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საშობაო მსახურება ოთხშაბათს, საღამოს 23:00 საათზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღასრულებს.

„მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში დიდებული დღესასწაულია. შობას საქართველოში კიდევ უფრო სადღესასწაულო ელფერი, უწმინდესის კურთხევით 2000 წლიდან მიეცა. წლებია, 7 იანვარს, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – „ალილო“ ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულელებში რიგდება. „ალილო“ წელსაც არ არღვევს ტრადიციას, თუმცა მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება:

არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთი წყლის სხურებით მიულოცავს შობას. ალილოობის დღესასწაულს წელსაც ერთად აღვნიშნავთ და შევძლებთ გავახაროთ ბავშვები, მოხუცები და პატიმრები…საშობაო მსახურება დაიწყება ხვალ, ოთხშაბათს საღამოს 23:00 საათზე, რომელსაც აღასრულებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων