საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით უსინათლო, მხედველობადაქვეითებულთა და სმენადაქვეითებულთა საზოგადოების წარმომადგენელთათვის მორიგი სოციალური პროექტები განხორციელდა
2024 წლის 24, 26 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა მორიგი სოციალური პროექტები, რომელთა ფარგლებშიც უსინათლო, მხედველობადაქვეითებულთა და სმენადაქვეითებულთა საზოგადოების წარმომადგენლებმა დავით გარეჯისა და ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრები მოილოცეს, სადაც აგრეთვე გაიმართა ტრაპეზი და არაფორმალურ გარემოში მათ შეძლეს სასულიერო პირებთან მათთვის საინტერესო თემებზე საუბარი.
აღსანიშნია ის ფაქტი, რომ ამ საზოგადოების წარმომადგენლებმა წმინდა ნინოს და წმინდა დავით გარეჯელის საფლავების მოლოცვა მათი ცხოვრების გაცნობის შემდეგ მოისურვეს, სადაც აღესრულა სავედრებელი ლოცვები.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.