17/06/2024 17/06/2024 საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ განხორციელდა ერთობლივი პროექტი თემაზე: ,,საზოგადოებაში არსებული პოლარიზების და მათი დაძლევის პერსპექტივების“ შესახებ, სადაც ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა მოამზადეს ძალიან საინტერესო ესეები პოლარიზების პრობლემატიკასთან დაკავშირებით. საქართველოს საპატრიარქო დიდი გულისყურით ეკიდება ამ მეტად მტკივნეულ საკითხს და ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად არ იშურებს ძალისხმევას იპოვოს ის საერთო...
17 Ιουνίου, 2024 - 19:00

საპატრიარქოში GIPA-ს სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა

Διαδώστε:
საპატრიარქოში GIPA-ს სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ განხორციელდა ერთობლივი პროექტი თემაზე: ,,საზოგადოებაში არსებული პოლარიზების და მათი დაძლევის პერსპექტივების“ შესახებ, სადაც ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა მოამზადეს ძალიან საინტერესო ესეები პოლარიზების პრობლემატიკასთან დაკავშირებით.

საქართველოს საპატრიარქო დიდი გულისყურით ეკიდება ამ მეტად მტკივნეულ საკითხს და ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად არ იშურებს ძალისხმევას იპოვოს ის საერთო ნიშნულები, რომელიც გააერთიანებს ჩვენს საზოგადოებას გათიშულობისა და პოლარიზების მძიმე სენისგან. ამ მხრივ ეს პროექტი დიდი მნიშვნელობის წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

2024 წლის 14 ივნისს საპატრიარქოში შეკრებილ სტუდენტებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სიგელები და მისი უწმინდესობის საიუბილეო ჯვრები.

მადლობას მოვახსენებთ GIPA-ს რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს და ჩვენს ძვირფას სტუდენტებს.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων