საპატრიარქოში ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია ‘აფხაზეთი – ისტორია და თანამედროვეობა’ გაიხსნა
ამა წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოში გაიხსნა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია „აფხაზეთი – ისტორია და თანამედროვეობა“, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა.
სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გადასცა და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სიტყვით გამოვიდნენ აგრეთვე გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.