09/02/2019 09/02/2019 როგორც ცნობილია, ა.წ. 3-4 თებერვალს აბუ დაბიში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენელთა შორის ძმობის განმტკიცებას და ძალადობის შემცირებას ისახავდა მიზნად. კონფერენციას ესწრებოდნენ რომის პაპი ფრანცისკე, სხვა სასულიერო ლიდერები და მაღალი იერარქები. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წარმოადგენდენ: საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი...
09 Φεβρουαρίου, 2019 - 16:52

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

Διαδώστε:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

როგორც ცნობილია, ა.წ. 3-4 თებერვალს აბუ დაბიში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენელთა შორის ძმობის განმტკიცებას და ძალადობის შემცირებას ისახავდა მიზნად.

კონფერენციას ესწრებოდნენ რომის პაპი ფრანცისკე, სხვა სასულიერო ლიდერები და მაღალი იერარქები. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წარმოადგენდენ: საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

მონაწილეებმა კმაყოფილება გამოთქვეს კონფერენციის ორგანიზებისა და წარმოდგენილი მოხსენებების მაღალი დონის გამო და აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები რეალურად ამცირებს ექსტრემიზმს და აძლიერებს შემწყნარებლობას, რაც მსოფლიოს მშვიდობიანი მომავლისათვის მეტად მნიშვნელოვანია.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων