01/10/2019 01/10/2019 ა.წ. 28 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნებულმა ფონდმა ,,გაამწვანე საქართველომ” მორიგი მასშტაბური ღონისძიება განახორციელა. ხაშურის ახალ რეკრეაციულ ზონაში (ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორია) საპატრიარქოს ფონდისა და ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებით, ასევე ფონდ ,,ENERSTENA Group’’-ის ხელშეწყობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასთან და ,,ხაშურის რეგიონის განვითარების ასოციაციასთან“ თანამშრომლობით 3 ჰექტარზე დაიწყო პარკის გაშენება. ღონისძიების ფარგლებში ნეკერჩხლის, ფიჭვის, ტუიას, ზეთისხილის და...
01 Οκτωβρίου, 2019 - 12:13

საქართველოს საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს” მხარდაჭერით ხაშურში ახალი პარკის გაშენება დაიწყო

Διαδώστε:
საქართველოს საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს” მხარდაჭერით ხაშურში ახალი პარკის გაშენება დაიწყო

ა.წ. 28 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნებულმა ფონდმა ,,გაამწვანე საქართველომ” მორიგი მასშტაბური ღონისძიება განახორციელა. ხაშურის ახალ რეკრეაციულ ზონაში (ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორია) საპატრიარქოს ფონდისა და ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებით, ასევე ფონდ ,,ENERSTENA Group’’-ის ხელშეწყობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასთან და ,,ხაშურის რეგიონის განვითარების ასოციაციასთან“ თანამშრომლობით 3 ჰექტარზე დაიწყო პარკის გაშენება. ღონისძიების ფარგლებში ნეკერჩხლის, ფიჭვის, ტუიას, ზეთისხილის და სხვა მცენარეთა 500-ზე მეტი ნერგი დაირგო.

ახალი პარკის გაშენებაში მონაწილეობა მიიღეს ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი), ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა, ლიეტუველმა სამხედრო პირებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.

ფონდი ,,გაამწვანე საქართველო” მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს რეკრეაციული ზონების შექმნა-გაუმჯობესებას.

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων