15/01/2020 15/01/2020 ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერიეთში წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა. სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იყო, კელდები ჩამონგრეული, ხოლო სახურავი მთლიანად იყო ჩამოშლილი. შესრულებული სამუშაოების შედეგად ტაძრის ოთხივე ფასადებზე მოიხსნა მორყეული და კირდუღაბგამოცლილი ქვები, გაიწმინდა და ხელახლა მოერგო; კირდუღაბის ხსნარზე მოერგო...
15 Ιανουαρίου, 2020 - 18:23

სოფელ ბერიეთში წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

Διαδώστε:
სოფელ ბერიეთში წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერიეთში წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.

სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იყო, კელდები ჩამონგრეული, ხოლო სახურავი მთლიანად იყო ჩამოშლილი.

შესრულებული სამუშაოების შედეგად ტაძრის ოთხივე ფასადებზე მოიხსნა მორყეული და კირდუღაბგამოცლილი ქვები, გაიწმინდა და ხელახლა მოერგო; კირდუღაბის ხსნარზე მოერგო მარკირებული თლილი ქვები, ასევე გაითალა ახალი ქვები და მოპირკეთდა ტაძრის ოთხივე ფასადი; ქვიშაქვით აღდგა კარნიზები; სუფთად თლილი ქვით მოეწყო კონქი და კამარა.

ამასთან, რეაბილიტაციის ფარგლებში დაიგო იატაკი კირის ხსნარზე, დამზადდა და დამონტაჟდა კარ-სარკმელი. ტაძარი თუნუქით, ლორფინის იმიტაციით გადაიხურა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „სამშენებლო სარესტავრაციო კომპანიის“ მიერ განხორციელდა.
1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων