06/12/2019 06/12/2019 ა.წ. 6 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი, ბ-ნი კიშან დან დევალი მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთეირთობას. მისმა უწმინდესობამ მადლიერება გამოხატა ინდოეთის ხელისუფლების მიმართ რომელთა თანხმობითაც დედოფალ ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები სამშობლოში ჩამობრძანდა და მრევლს მიეცა მისი მოლოცვის შესაძლებლობა. ,,დიდი მადლი შემოიტანა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების ჩამობრძანებამ. მოხარული ვიქნებით,...
06 Δεκεμβρίου, 2019 - 15:35

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინდოეთის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინდოეთის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

ა.წ. 6 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ინდოეთის ახლადდანიშნული ელჩი, ბ-ნი კიშან დან დევალი მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთეირთობას. მისმა უწმინდესობამ მადლიერება გამოხატა ინდოეთის ხელისუფლების მიმართ რომელთა თანხმობითაც დედოფალ ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები სამშობლოში ჩამობრძანდა და მრევლს მიეცა მისი მოლოცვის შესაძლებლობა.

,,დიდი მადლი შემოიტანა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების ჩამობრძანებამ. მოხარული ვიქნებით, თუ ერთი ნაწილი საერთოდ დაბრუნდება საქართველოში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ განმტკიცდეს ურთიერთობა ჩვენს შორის. მე ნამყოფი ვარ ინდოეთში, როცა ცოცხალი იყო ინდირა განდი და შევხვდი მას,“ – ბრძანა მისმა უწმინდესობამ.

,,თქვენო უწმინდესობავ, მადლობას გიხდით მიღებისთვის. მინდა დაგიდასტუროთ, რომ ხანგრძლივი ძმური ურთიერთობა აქვს საქართველოს და ინდოეთს. ინდოეთი სეკულარული ქვეყანაა, რომელიც პატივს სცემს ყველა რელიგიას. ჩვენ ვართ ძალიან ამაყები, რომ გვაქვს საქართველოს ერთერთი დიდი წმინდანის, – ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, ეს არამხოლოდ ინდოეთის მემკვიდრეობაა არამედ საქართველოსიც. როდესაც გასულ წელს წმ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები იყო ჩამობრძანებული, საქართველომ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიიღო. ეს ჩვენი საერთო მემკვიდრეობაა და ერთად უნდა დავიცვათ. ვიცით თქვენი თხოვნის შესახებ და თქვენს თხოვნას აუცილებლად გადავცემ მთავრობას. იმედი მაქვს, რომ ღმერთი ინებებს და ეს შესაძლებელი გახდება. ძალიან მოხარული ვარ, ასე კარგად რომ გახსოვთ ინოეთში ყოფნა და შეხვედრა ინდირა განდთან. მოხარული ვიქნები, თუ კიდევ ჩამობრძნადებით.

კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას გიხდით, რომ მიმიღეთ და დამლოცეთ. ასევე მინდა გთხოვოთ, დალოცოთ ჩემი აქ მოღვაწეობის პერიოდი, რომ წარმატებით განვახორციელო ჩემი მისია.“ – განაცხადა ელჩმა.

მისმა უწმინდესობამ დალოცა ელჩი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

 

— patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων