31/01/2020 31/01/2020 ა.წ. 30 იანვარს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს საქართველოში ისრაელის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი რან გიდორი მეუღლით და კონსული, ქ-ნი სმადარ ცემახ-რაცაბი ეწვივნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორიულ და სამაგალითო მეგობრობას. მისმა უწმინდესობამ ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა: ,,26 საუკუნის მანძილზე საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არ...
31 Ιανουαρίου, 2020 - 15:08

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში ისრაელის ახლადდანიშნული ელჩი მიიღო

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში ისრაელის ახლადდანიშნული ელჩი მიიღო

ა.წ. 30 იანვარს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს საქართველოში ისრაელის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი რან გიდორი მეუღლით და კონსული, ქ-ნი სმადარ ცემახ-რაცაბი ეწვივნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორიულ და სამაგალითო მეგობრობას.

მისმა უწმინდესობამ ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა: ,,26 საუკუნის მანძილზე საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არ ყოფილა ანტისემიტიზმი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობა საქართველოსა და ისრაელს შორის კიდევ უფრო განმტკიცდება.“

მეტად საგულისხმო და თბილი სიტყვა წარმოთქვა ელჩმა: ,,თქვენო უწმინდესობავ, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მიღებისათვის. მე შეძრული ვარ თქვენი თბილი მიღებითა და სიტყვებით. ჩვენი ხალხი და რელიგია ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. საუკუნეების განმავლობაში ქართველი ბერები და მონაზვნები იმყოფებოდნენ იერუსალიმში და ისრაელში მოღვაწეობდნენ. ისრაელში, ჯვრის მონასტერში არის ცნობილი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის პორტრეტი. ჩვენთვის ასევე ცნობილია წმინდა ნინოს, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლისა და სხვა წმინდანების ცხოვრება და კავშირი წმინდა მიწასთან. თქვენ ბრძანდებით პიროვნება, რომელიც ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან. თქვენ არაერთხელ ბრძანდებოდით და ყოველთვის გიღებდნენ ისრაელში არა მხოლოდ როგორც რელიგიურ ლიდერს, არამედ როგორც გმირს. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი თქვენი დამსახურება და ღვაწლი რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლების საქმეში არამარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ჩვენთვის ასევე კარგად არის ცნობილი, რომ თქვენ გარკვეული სირთულეების დროს, მხარს უჭერდით კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას, ვიცით თქვენი როლი და სურვილი 1989 წელს არსებული დაპირისპირება მშვიდობიანად რომ დასრულებულიყო. 1996 -დან 2000 წლამდე საქართველოში, საელჩოში ვმუშაობდი და 20 წლის შემდეგ ისევ დავბრუნდი აქ როგორც ელჩი. მიხარია იმის ნახვა, რომ წლების წინ რა პრობლემებიც იდგა თქვენი ქვეყნის წინაშე, დღეს უკვე მოგვარებულია. შეიძლება ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ერთი რამ არასოდეს – ეს არის თქვენი ავტორიტეტი, თქვენ კვლავ რჩებით ყველაზე ავტორიტეტულ პიროვნებად, როგორც ამ ქვეყნის სულიერი ლიდერი. ნება მომეცით, მადლობა მოგახსენოთ პირადად ჩემი მიღებისთვის და თქვენს გზავნილს მშვიდობასთან დაკავშირებით, ჩემს მთავრობას გადავცემ. მინდა გისურვოთ მრავალჟამიერი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.“

ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბ-ნმა რან გიდორმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ თავის მხრივ ყველანაირად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას.

 

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων