02/10/2020 02/10/2020 ა.წ. 1 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საყოველთაო ნათლობის განყოფილების თანამშრომლები და ნათლულთა გუნდის ხელმძღვანელები ქ-ნი მაია მიქაბერიძე და მისი ოჯახის წევრები მიიღო. დეკანოზმა შალვამ, რომელიც საყოველთაო ნათლობებს ზედამხედველობს, მის უწმმინდესობას მოახსენა განყოფილების თანამშრომელთა მუშაობის შესახებ. ითქვა, რომ ამჟამად პატრიარქს 41545 ნათლული ჰყავს, მათ შორის უცხოელი 400-ზე მეტი; რომ შესაძლებლობისამებრ ეხმარებიან გაჭირვებულ ნათლულთა და ასევე გარდაცვლილ...
02 Οκτωβρίου, 2020 - 14:18
Τελευταία ενημέρωση: 02/10/2020 - 14:19

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საყოველთაო ნათლობის განყოფილების თანამშრომლები მიიღო

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საყოველთაო ნათლობის განყოფილების თანამშრომლები მიიღო

ა.წ. 1 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საყოველთაო ნათლობის განყოფილების თანამშრომლები და ნათლულთა გუნდის ხელმძღვანელები ქ-ნი მაია მიქაბერიძე და მისი ოჯახის წევრები მიიღო.

დეკანოზმა შალვამ, რომელიც საყოველთაო ნათლობებს ზედამხედველობს, მის უწმმინდესობას მოახსენა განყოფილების თანამშრომელთა მუშაობის შესახებ. ითქვა, რომ ამჟამად პატრიარქს 41545 ნათლული ჰყავს, მათ შორის უცხოელი 400-ზე მეტი; რომ შესაძლებლობისამებრ ეხმარებიან გაჭირვებულ ნათლულთა და ასევე გარდაცვლილ ნათლულთა ოჯახებს. ითქვა ისიც, რომ ერთმანეთის გაცნობისა და ურთიერთდახმარებისთვის კეთდება ნათლულთა საიტი და ასევე გამოიცემა წიგნები;

ქ-ნმა მაიამ და ბ-ნმა რამინ მიქაბერიძეებმა ისაუბრეს ნათლულთა მომღერალთა გუნდის წარმატების შეახებ და ითხოვეს დახმარება მათი პირველი დისკის ჩასაწერად. შემდეგ კი ქ-ნმა მაიამ და მისი ოჯახის წევრებმა პატრიარქს რამდენიმე სიმღერა-საგალობელი შეუსრულეს.

მისმა უწმინდესობამ დალოცა თავისი ნათლულები და გაჭირვებულთა თანადგომა და გამრავლება უსურვა.


— patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων