23/02/2019 23/02/2019 ა.წ. 21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ქ-ნი ინგრიდა ლევრენცე მიიღო. მიღებას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. საუბარი შეეხო საქართველოსა...
23 Φεβρουαρίου, 2019 - 18:16
Τελευταία ενημέρωση: 23/02/2019 - 18:20

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლატვიის ელჩს შეხვდა

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლატვიის ელჩს შეხვდა

ა.წ. 21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ქ-ნი ინგრიდა ლევრენცე მიიღო. მიღებას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მადლიერება გამოხატა ლატვიის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ ქ-ნმა ინგრიდა ლევრენცემ მიღებისთვის მადლობა გადაიხადა და განაცხადა, რომ ლატვიის რესპუბლიკა საერთაშორისო ასპარეზზე მომავალშიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება.

(patriarchate.ge)

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων