17/04/2019 17/04/2019 ა.წ. 16 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელი, კონგრესმენი დევიდ პრაისი, კონგრესმენი ვერნ ბუქანანი და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და განხილულ იქნა ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და...
17 Απριλίου, 2019 - 16:19

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაციის ხელმძღვანელებს შეხვდა

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაციის ხელმძღვანელებს შეხვდა

ა.წ. 16 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელი, კონგრესმენი დევიდ პრაისი, კონგრესმენი ვერნ ბუქანანი და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და განხილულ იქნა ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ბ-ნმა დევიდ პრაისმა მტკიცე პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აშშ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას და მიღებისათვის მადლობა გადაიხადა.

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და წარმატებები უსურვა.

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων