10/05/2019 10/05/2019 ა.წ. 9 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებმა და სამღვდელოებამ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქ-ნი თამარ ბერუჩაშვილი და დიდ ბრიტანეთში აკრედიტირებული ევროპისა და ლათინო-ამერიკის ქვეყნების დიპლომატები მიიღეს. ისინი ჩვენს ქვეყანას საქართველოს მეგობრების დიპლომატიური ტურის ფარგლებში ეწვივნენ. ელჩებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ დიდია ეკლესიის და პირადად მისი უწმინდესობის როლი...
10 Μαΐου, 2019 - 17:29
Τελευταία ενημέρωση: 10/05/2019 - 17:58

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დიპლომატებს შეხვდა

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დიპლომატებს შეხვდა

ა.წ. 9 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებმა და სამღვდელოებამ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქ-ნი თამარ ბერუჩაშვილი და დიდ ბრიტანეთში აკრედიტირებული ევროპისა და ლათინო-ამერიკის ქვეყნების დიპლომატები მიიღეს.

ისინი ჩვენს ქვეყანას საქართველოს მეგობრების დიპლომატიური ტურის ფარგლებში ეწვივნენ.

ელჩებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ დიდია ეკლესიის და პირადად მისი უწმინდესობის როლი საქართველოს განვითარებაში. მათ ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემწყნარებლობას სხვადასხვა აღმსარებლობების მიმართ, რაც განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანებს საშუალებას აძლევს მშვიდობიანად იცხოვრონ საქართველოში.

მისმა უწმინდესობამ ელჩებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ვიზიტი უკეთ გააცნობს დიპლომატებს საქართველოს და ჩვენი კავშირები კიდევ უფრო მეტად გამტკიცდება, რაც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის.

კათოლიკოს-პატრიარქმა დიდი პატივისცემით გაიხსენა მისი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში და შეხვედრა დედოფალ ელისაბედ II-სთან.

ქ-ნმა თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მეგობრული დამოკიდებულების შესახებ და აღნიშნა, რომ დედოფლის რჩეული საჩუქრების გამოფენაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნაჩუქარი წმ.გიორგის ხატი ევროპის სექციაში პირველ ადგილზე იყო დაბრძანებული.

მისმა უწმინდესობამ შეხვედრის დასასრულს დალოცა სტუმრები და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

patriarchate.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων