26/09/2019 26/09/2019 ა.წ. 25 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ინგუში უხუცესები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნების და ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცების აუცილებლობას. მხარეთა მიერ გამოითქვა მზაობა თავის მხრივ ხელი შეუწყონ კავკასიაში სტაბილურობას. სტუმრებმა ისაუბრეს ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის დამოკიდებულებაზე ქართველების მიმართ და აღნიშნეს, რომ პრეზიდენტი ქართველებს მოძმე ხალხად აღიქვამს და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი ქართველებს ემუქრება,...
26 Σεπτεμβρίου, 2019 - 16:54
Τελευταία ενημέρωση: 26/09/2019 - 17:05

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინგუშ უხუცესებს შეხვდა

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინგუშ უხუცესებს შეხვდა

ა.წ. 25 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ინგუში უხუცესები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნების და ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცების აუცილებლობას. მხარეთა მიერ გამოითქვა მზაობა თავის მხრივ ხელი შეუწყონ კავკასიაში სტაბილურობას.

სტუმრებმა ისაუბრეს ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის დამოკიდებულებაზე ქართველების მიმართ და აღნიშნეს, რომ პრეზიდენტი ქართველებს მოძმე ხალხად აღიქვამს და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი ქართველებს ემუქრება, მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ იმედი გამოთქვა, რომ კავკასიის ხალხები ძმური სიყვარულით და ურთიერთ თანადგომით გააგრძელებენ ცხოვრებას.

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων