11/04/2020 11/04/2020 მართლმადიდებელი მრევლი წელს იერუსალიმში იესო ქრისტეს დიდებით შესვლის საღვთო დღესასწაულს ბზის გარეშე შეხვდება. საყოველთაო კარანტინისა და ვაჭრობის მკაცრად განსაზღვრული აკრძალვის შემდეგ, მცენარე საქართველოს ტერიტორიაზე არსად გაიყიდება. კორონავირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა არც ამ დღეს იქნება გამონაკლისი. ამის შესახებ “რუსთავი 2” იუწყება. მცენარის ტოტები ბზობის დღესასწაულისთვის ეკლესიის ეზოებსა და ბაზრობებზე წლების განმავლობაში იყიდებოდა, თუმცა ახლა მრევლის...
11 Απριλίου, 2020 - 20:30

ტაძრებში წელს ბზა არ გაიყიდება

Διαδώστε:
ტაძრებში წელს ბზა არ გაიყიდება

მართლმადიდებელი მრევლი წელს იერუსალიმში იესო ქრისტეს დიდებით შესვლის საღვთო დღესასწაულს ბზის გარეშე შეხვდება. საყოველთაო კარანტინისა და ვაჭრობის მკაცრად განსაზღვრული აკრძალვის შემდეგ, მცენარე საქართველოს ტერიტორიაზე არსად გაიყიდება. კორონავირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა არც ამ დღეს იქნება გამონაკლისი. ამის შესახებ “რუსთავი 2” იუწყება.

მცენარის ტოტები ბზობის დღესასწაულისთვის ეკლესიის ეზოებსა და ბაზრობებზე წლების განმავლობაში იყიდებოდა, თუმცა ახლა მრევლის უმეტესობა მცენარის კურთხევასა და მის სახლში წაღებას ვერ შეძლებს. ტრადიციის დარღვევის მიუხედავად, საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში ღვთისმსახურება წესისამებრ აღევლინება.

საკითხზე ოფიციალური განცხადება საპატრიარქოს, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია. ცალკეული სასულიერო პირების, მათ შორის, მეუფეების თქმით კი, ბზის კურთხევას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, ვისაც ნერგი სახლში აქვთ და მცენარეს ეკლესიაში მიიტანენ.

COVID- 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბზის რეალიზაცია შეაჩერა ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომაც.

 

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων