13/11/2020 13/11/2020 2020 წლის 3 ნოემბერს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს გარეუბან კუნიტაჩში, იაპონიაში რუმინეთის საპატრიარქოს მუდმივი წარმომადგენლობის რეზიდენციაში, წმიდა დიდმოწამე გიორგი ძლევაშემოსილის სახელობის ტაძარი აკურთხეს. ტაძრის კურთხევა აღასრულეს იაპონიის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, ტოკიოსა და სრულიად იაპონიის მიტროპოლიტმა დანიელმა და რუმინეთის საპატრიარქოს მღვდელმთავარმა, დასავლეთ და სამხრეთ ევროპის მიტროპოლიტმა იოსებმა, რუმინეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და იაპონიის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის...
13 Νοεμβρίου, 2020 - 18:24
Τελευταία ενημέρωση: 13/11/2020 - 18:25

ტოკიოში წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი აკურთხეს

Διαδώστε:
ტოკიოში წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი აკურთხეს

2020 წლის 3 ნოემბერს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს გარეუბან კუნიტაჩში, იაპონიაში რუმინეთის საპატრიარქოს მუდმივი წარმომადგენლობის რეზიდენციაში, წმიდა დიდმოწამე გიორგი ძლევაშემოსილის სახელობის ტაძარი აკურთხეს.

ტაძრის კურთხევა აღასრულეს იაპონიის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, ტოკიოსა და სრულიად იაპონიის მიტროპოლიტმა დანიელმა და რუმინეთის საპატრიარქოს მღვდელმთავარმა, დასავლეთ და სამხრეთ ევროპის მიტროპოლიტმა იოსებმა, რუმინეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და იაპონიის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოების წარმომადგენლების თანამსახურებით.

მიტროპოლიტმა იოსებმა ახლადნაკურთხ ტაძარში აღავლინა პირველი საღმრთო ლიტურგია, რომელსაც დაესწრო მიტროპოლიტი დანიელი.

იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესია დაარსდა 1870 წელს, წმიდა მოციქულთასწორის, მთავარეპისკოპოს ნიკოლოზის (რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავარი) მიერ.

1970 წლის 10 აპრილს უწმიდესმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი პირველმა იაპონიის მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა ავტონომიის ტომოსი. იაპონიის ეკლესიის ავტონომიას დღესდღეობით სცნობს ავტოკეფალურ ეკლესიათა ნაწილი (მათ შორისაა საქართველოსა და რუმინეთის საპატრიარქოები).

იაპონიის ავტონომიური ეკლესია შედის მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში. 2000 წლის 14 მაისიდან მეთაური არის ტოკიოსა და სრულიად იაპონიის მიტროპოლიტი დანიელი (ნუსირო) ეროვნებით იაპონელი).

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων