15/11/2020 16/11/2020 უნეტარესი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე გამოემხმაურა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრის, ლანგადისა და ლიტის და რენდინის მიტროპოლიტის იოანეს გარდაცვალებას, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას ემსხვერპლა. უნეტარესმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ “ტვიტერის” თავის გვერდზე დაწერა: “დღეს საბერძნეთიდან სამწუხარო ამბავი მოვიდა. დასრულდა ლანგადის მიტროპოლიტის იოანეს მიწიერი სიცოცხლე. ამ იერარქს ძალიან უყვარდა უკრაინა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. ის ბევრს მუშაობდა ჩვენი...
15 Νοεμβρίου, 2020 - 20:21
Τελευταία ενημέρωση: 16/11/2020 - 1:43

უნეტარესი ეპიფანე: “სამწუხარო ამბავი მოგვივიდა დღეს საბერძნეთიდან”

Διαδώστε:
უნეტარესი ეპიფანე: “სამწუხარო ამბავი მოგვივიდა დღეს საბერძნეთიდან”

უნეტარესი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე გამოემხმაურა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრის, ლანგადისა და ლიტის და რენდინის მიტროპოლიტის იოანეს გარდაცვალებას, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას ემსხვერპლა.

უნეტარესმა მიტროპოლიტმა ეპიფანემ “ტვიტერის” თავის გვერდზე დაწერა: “დღეს საბერძნეთიდან სამწუხარო ამბავი მოვიდა. დასრულდა ლანგადის მიტროპოლიტის იოანეს მიწიერი სიცოცხლე. ამ იერარქს ძალიან უყვარდა უკრაინა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. ის ბევრს მუშაობდა ჩვენი ურთიერთობის განმტკიცებისათვის. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!”

აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტი იოანე იყო საბერძნეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, რომელმაც უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებთან იმსახურა წირვაზე, მანამ, სანამ საბერძნეთის ეკლესია აღიარებდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

 

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων