26/04/2020 26/04/2020 ყველა თავის სიტყვაზე აგებს პასუხს, პრემიერი რატომ ამბობს, თვითონ იცის, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ამ ზიარების კოვზით არავინ დაინფიცირებულა, – ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა განაცხადა. მისი თქმით, ადამიანს იმაზე მეტ სიმძიმეს „არ დაადებს უფალი, რისი ტვირთვაც არ შეუძლია“ მეუფე იოანე აცადებს, რომ შიშით იმუნური სისტემა ქვეითდება, სიხარულით კი ძლიერდება. “განსაცდელია ჩვენი ცხოვრება,...
26 Απριλίου, 2020 - 17:22

“ფაქტი ჯიუტია, ამ ზიარების კოვზით არავინ დაინფიცირებულა” – მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი

Διαδώστε:
“ფაქტი ჯიუტია, ამ ზიარების კოვზით არავინ დაინფიცირებულა” – მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი

ყველა თავის სიტყვაზე აგებს პასუხს, პრემიერი რატომ ამბობს, თვითონ იცის, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ამ ზიარების კოვზით არავინ დაინფიცირებულა, – ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანს იმაზე მეტ სიმძიმეს „არ დაადებს უფალი, რისი ტვირთვაც არ შეუძლია“

მეუფე იოანე აცადებს, რომ შიშით იმუნური სისტემა ქვეითდება, სიხარულით კი ძლიერდება.

“განსაცდელია ჩვენი ცხოვრება, განსაცდელს ხან ვხედავთ, ხან-ვერა. ქრისტიანი ხედავს განსაცდელს, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ არის, არაა მარტო და არ ეშინია. იმაზე მეტ სიმძიმეს არ დაადებს უფალი, რისი ტვირთვაც არ შეუძლია. ყველა თავის სიტყვაზე აგებს პასუხს, პრემიერის მაგივრად ვერ გეტყვით, პრემიერი რატომ ამბობს, თვითონ იცის, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ამ კოვზით არავინ დაინფიცირებულა. თქვეს თბილისში ავად გახდაო, მაგრამ სინტერესოა, რისგან გახდა ავად? თუ ტაძარში, მაშინ ტაძარში გავრცელდებოდა. ტაძარში არც მოძღვრებს, მსახურებს და არც მრევლს არ გადადებია. ე.ი. გარედან მიიღო ეს, მაგრამ ვერ გადასცა ვერავის, არც იფიქრა მან, რომ გადაეცა. არ გავრცელდა, უფალმა დაიცვა ყველანი. აბსოლუტური ამ ქვეყანაზე მარტო ღმერთია, დაცული არავინ არის.

საუკუნეების მანძილზე არაერთი ჭირი ყოფილა, ევროპაში და საქართველოშიც და ვერ ვიტყვით, რომ იქ ყველა იყო დაცული. კი, რაღაც ეტაპამდე გიცავს, მაგრამ სიამაყეში რომ არ ჩავარდე, შენ შეიძლება ავად გახდე, თავდამბლობისთვის შეიძლება მოხდეს. ადამიანები ვართ და შეიძლება ყველას დაემართოს, მაგრამ იმის შიშით, რომ რაიმე არ დამემართოს, აი, მაშინ დაგემართება. შიშით იმუნური სისტემა ქვეითდება, სიხარულით ძლიერდება, გაძლიერდით სიხარულით” , – განაცხადა მეუფემ.

 

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων