27/03/2020 27/03/2020 დღეს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ, თუ რა რესურსი აქვს სახელმწიფოს და ეკლესიას საიმისოდ, რომ უმაღლეს დონეზე და მასშტაბურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და იზრუნონ ღვთისა და ერის საკეთილდღეოდ, რომელიც უნდა აისახოს ადამიანის სულისა და ხორცის სიჯანსაღისთვის ზრუნვაში – ამის შესახებ საუბარია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის ეპარქიის მრევლისადმი მიმართვაში. “ქრისტესმიერო ძმებო და დებო, ნუ გამოვცდით...
27 Μαρτίου, 2020 - 11:23
Τελευταία ενημέρωση: 27/03/2020 - 11:24

ფოთის მიტროპოლიტი: “ნუ გამოვცდით უფალს, მეტი ადგილი დავუთმოთ საღ აზრს და გონიერებას”

Διαδώστε:
ფოთის მიტროპოლიტი: “ნუ გამოვცდით უფალს, მეტი ადგილი დავუთმოთ საღ აზრს და გონიერებას”

დღეს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ, თუ რა რესურსი აქვს სახელმწიფოს და ეკლესიას საიმისოდ, რომ უმაღლეს დონეზე და მასშტაბურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და იზრუნონ ღვთისა და ერის საკეთილდღეოდ, რომელიც უნდა აისახოს ადამიანის სულისა და ხორცის სიჯანსაღისთვის ზრუნვაში – ამის შესახებ საუბარია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის ეპარქიის მრევლისადმი მიმართვაში.

“ქრისტესმიერო ძმებო და დებო, ნუ გამოვცდით უფალს, მეტი ადგილი დავუთმოთ საღ აზრს და გონიერებას. იმის შიშით, რომ რომელიმე თქვენგანი ვერ გაგვიგებს და, შესაძლოა, ჩვენს განკითხვაშიც ჩავარდეს, გვიჯობს ახლა განგვიკითხონ (თუნდაც უკიდურესად მწვავედაც კი!), ვიდრე შემდეგ მოგვიწიოს ჩვენი არასაკმარისი გონიერების გამო მიღებული მძიმე შედეგების (გად)ატანა. მიჭირს იმის დაჯერება, რომ ვინმე სასულიეროთაგანს მიაჩნდეს თითქოს არსებული მდგომარეობა და მისგან მომდინარე საფრთხისგან მრევლის დაცვა/განრიდება ჯვარცმული ქრისტესა და ქრისტიანობის ღალატს ნიშნავს?!

მე ვკითხულობ, რა უფრო სათნოა ღვთისთვის – დასნებოვნება და იძულებით კარანტინში ყოფნა, და შესაძლოა მსხვერპლიც კი, თუ თავის თავის შეზღუდვა (თვითშეზღუდვა) თანამოძმეთა და თანამოქალაქეთა საკეთილდღეოდ და საჯანმრთელოდ?! ესეც ხომ ევქარისტიის, ქრისტესთან თანაზიარების ერთგვარი გამოვლინებაა რადგან მას საფუძვლად უდევს საკუთარი თანამოძმის, მეორე ადამიანის სიყვარული ქრისტეში?!

2020 წლის 20 მარტის წმიდა სინოდის დადგენილებით შეფასდა მიმდინარე მოვლენები და რეკომენდაციები მიეცა მრევლს, რაც სავალდებულოა ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, თუმცა მდგომარეობა ყოველდღე იცვლება და, შესაბამისად, საქართველოს ეკლესიის ეპარქიები საქართველოსა და უცხოეთში მოქმედებენ ადგილობრივ გარემოებათა მიხედვით და მრევლისთვის ადგენენ ქცევის დროებით წესებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მოგმართავთ ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოებას და მრევლს, ჩვენს სამწყსოს:

1. მრევლის ყველა წევრი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით დადგენილ მოთხოვნებს; მათ შორის:

– განსაკუთრებული საჭიროების გარეშე, მოერიდოს ზედმეტად სახლიდან გასვლას;
– ადამიანებთან ურთიერთობისას დაიცვას ე.წ. სოციალური დისტანცია მათ შორის ეკლესიაში ყოფნისას (ტაძარში და ტაძრის ეზოში).

2. ტაძრად მისული მრევლი ლოცვას მოისმენს ტაძრის ეზოში, სადაც არის გახმოვანება; კარგი ამინდის შემთხვევაში, შესაძლოა (სადაც ამის საშუალება იქნება), ღია ცის ქვეშ ჩატარდეს მსახურება, განსაკუთრებით კი იქ, სადაც მცირე ზომის ეკლესიებია და სივრცე ძნელად ნიავდება.

3. საღმრთო ლიტურგიისას ტაძარში იქნებიან სასულიერო პირები, მგალობლები, იპოდიაკვნები (ე.წ. სტიქაროსნები), ტაძრის მსახურნი და შშმ პირები;

4. ე.წ. რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს ვურჩევთ დარჩნენ სახლებში, ხატის წინ დაანთონ კანდელი (სანთელი) და ტაძარში მიმდინარე საღმრთო ლიტურგიის თანადროულად (პარალელურად) აღავლინონ ლოცვები თავის საცხოვრებელ გარემოში.

5. მოხუცებს, ავადმყოფებს, უძლურებაში მყოფთ, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ მოძღვარი მოიწვიონ სახლში.

6. სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, რეალურ დროში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უშუალოდ მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები

მოგმართავთ თხოვნით, ვილოცოთ ყველგან და ყოველთვის; დაე, ჩვენს სულს დაეუფლოს მუდმივი ლოცვითი მდგომარეობა;” – ნათქვამია მეუფე გრიგოლის მიმართვაში.

 

სრულად წაიკითხეთ აქ:

 

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων