11/10/2019 11/10/2019 ქართველი სასულიერო პირებისთვის ამ დროისთვის მხოლოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე აღდგომის ტაძართან მისვლააშესაძლებელი. რაც შეეხება დანარჩენ ტაძრებს – ჩიჩხიტურს და უდაბნოს მონასტრებს, ამ დროისთვის იქ მისვლა, როგორც სასულიერო პირების, ისე მომლოცველებისთვის კვლავ აკრძალულია. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დღეს ნებადართულ ტერიტორიაზე ასვლის სურვილი მხოლოდ ერთმა სასულიერო პირმა, მამა პავლემ გამოთქვა. ის აღდგომის ტაძრის...
11 Οκτωβρίου, 2019 - 17:18

ქართველი სასულიერო პირებისთვის ამ დროისთვის მხოლოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე აღდგომის ტაძრამდე მისვლაა შესაძლებელი

Διαδώστε:
ქართველი სასულიერო პირებისთვის ამ დროისთვის მხოლოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე აღდგომის ტაძრამდე მისვლაა შესაძლებელი

ქართველი სასულიერო პირებისთვის ამ დროისთვის მხოლოდ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე აღდგომის ტაძართან მისვლააშესაძლებელი.

რაც შეეხება დანარჩენ ტაძრებს – ჩიჩხიტურს და უდაბნოს მონასტრებს, ამ დროისთვის იქ მისვლა, როგორც სასულიერო პირების, ისე მომლოცველებისთვის კვლავ აკრძალულია.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დღეს ნებადართულ ტერიტორიაზე ასვლის სურვილი მხოლოდ ერთმა სასულიერო პირმა, მამა პავლემ გამოთქვა. ის აღდგომის ტაძრის ტერიტორიაზე უკვე ორი საათია იმყოფება.

ამასთან, სასულიერო პირები ხაზს უსვამენ, რომ ეს პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს და მთავარი ტერიტორიაზე მხოლოდ მათი შესვლა კი არ არის, არამედ მნიშვნელოვანია ეს შესაძლებლობა მომლოცველებსაც მიეცეთ.

შეგახსენებთ, გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დღეიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნებოდა.

იხილეთ ვიდეო: ქართველი სასულიერო პირებისთვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებამდე მისვლა უკვე შესაძლებელია

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων