ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
ამა წლის 20 ოქტომბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა.
მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:
დეკანოზები: ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი, ლაზარე კანდელაკი, გობრონ ზივზივაძე და ლუკა წითური.
მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:
დეკანოზები: ალექსი სინაურიძე, დავით ხელაძე და ზენონ ხახალეიშვილი.
გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:
დეკანოზები: სოლომონ ჯანელიძე, დოსითეოზ ზვიადაძე, იონა ცომაია, გიორგი ხაჭაპურიძე, ილარიონ დვალიშვილი, ხარიტონ გეგუჩაძე და კვირიკე ბოჭორიშვილი.
იღუმენები: დავითი (უმანკოშვილი), კონსტანტინე (კობეშავიძე) და ნეოფიტე (დვალიშვილი).
იღუმენის ხარისხითა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ:
მღვდელ-მონაზვნები: საბა (ნოზაძე), მარკოზი (ფანიაშვილი) და მოსე (ცქიტიშვილი).
ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით დაჯილდოვდნენ:
მღვდლები: ეფრემ შარაშენიძე, რაფაელ კორძაძე, მაქსიმე ჩხეიძე, სპირიდონ კილაძე, გიორგი სვანიძე, გიორგი აბდალაძე და მიქაელ ბოდოკია.
sazu.ge https://sazu.ge/posts/post/1843
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.