03/09/2020 03/09/2020 ღმერთი სიკეთეა და მხოლოდ სიკეთეს სჩადის. ვნებით კი არავის ვნებს, რადგანაც იგი უცვლელია მარად. ჩვენ კი, როცა კეთილი ვართ, ღმერთთან ურთიერთობას ვამყარებთ მისი მსგავსებით, ხოლო თუ გავბოროტდით, ღმერთს ვშორდებით, რადგანაც იგი ბოროტი არაა. თუკი ზნეობრივად ვცხოვრობთ, ღვთიურნი ვხდებით, ხოლო თუ ბოროტი გვძლევს, მას ვშორდებით და ვემიჯნებით. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ იგი განრისხდა ჩვენზე,...
03 Σεπτεμβρίου, 2020 - 15:40

“ღმერთი სიკეთეა და მხოლოდ სიკეთეს სჩადის”

Διαδώστε:
“ღმერთი სიკეთეა და მხოლოდ სიკეთეს სჩადის”

ღმერთი სიკეთეა და მხოლოდ სიკეთეს სჩადის. ვნებით კი არავის ვნებს, რადგანაც იგი უცვლელია მარად.
ჩვენ კი, როცა კეთილი ვართ, ღმერთთან ურთიერთობას ვამყარებთ მისი მსგავსებით, ხოლო თუ გავბოროტდით, ღმერთს ვშორდებით, რადგანაც იგი ბოროტი არაა. თუკი ზნეობრივად ვცხოვრობთ, ღვთიურნი ვხდებით, ხოლო თუ ბოროტი გვძლევს, მას ვშორდებით და ვემიჯნებით. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ იგი განრისხდა ჩვენზე, არამედ იმას, რომ ჩვენი ცოდვები საშუალებას არ აძლევენ ღმერთს განათდეს ჩვენში, და გვაერთიანებს დემონებთან, მწვალებლებთან. თუკი შემდეგ ლოცვითა და კეთილი საქმეებით ცოდვათა მიტევებას მოვიპოვებთ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ღმერთი მოვთაფლეთ ან შევცვალეთ, არამედ ასეთი ქმედებებითა და მიმართვებით ღვთისადმი ვკურნავთ ჩვენში არსებულ ბოროტებას და კვლავ ღირსნი ვხდებით ღვთის წყალობისა. ასე რომ თუკი ვიტყვით “ღმერთი პირს იბრუნებს ბოროტებისაგან” იგივეა, რომ ვთქვათ :”მზე ეფარება მხედველობამოკლებულებს”.

წმ.ანტონი დიდი.


— ambioni.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων