30/05/2024 30/05/2024 თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის სექციური მუშაობა გაიმართა. მომხსენებლები მუშაობდნენ სამ სექციაში: თეოლოგია, ძველი ქართული ლიტერატურა, ისტორია. თეოლოგიის სექციას ხელმძღვანელობდა სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი დავით ესებუა. მოხსენებები წარმოადგინეს სტუდენტებმა: 1. ესებუა დავით – მოწყალების გაღების არამართებული წესი და საღვთო განაჩენი (საქ. 5.1-11-ის თეოლოგიური ანალიზი) – სასულიერო სემინარია, II კურსი, ხელმძღვანელი...
30 Μαΐου, 2024 - 18:02

ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა

Διαδώστε:
ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის სექციური მუშაობა გაიმართა. მომხსენებლები მუშაობდნენ სამ სექციაში: თეოლოგია, ძველი ქართული ლიტერატურა, ისტორია.
თეოლოგიის სექციას ხელმძღვანელობდა სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი დავით ესებუა.
მოხსენებები წარმოადგინეს სტუდენტებმა:
1. ესებუა დავით – მოწყალების გაღების არამართებული წესი და საღვთო განაჩენი (საქ. 5.1-11-ის თეოლოგიური ანალიზი) – სასულიერო სემინარია, II კურსი, ხელმძღვანელი – თეოლოგიის მაგისტრი გიორგი თოდუა,
2. გუჯაბიძე დემეტრე – კატეხიზაციის ისტორიული გზა პირველ ქრისტიანულ ეკლესიაში – სასულიერო სემინარია, III კურსი, ხელმძღვანელი – თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი.
ისტორიის სექციას თავმჯდომარეობდა სასულიერო სემინარიის II​კურსის სტუდენტი ნიკოლოზ გერგედავა.
მოხსენებები წარმოადგინეს სტუდენტებმა:
1. ბაჩანა აბურჯანია – მიხეილ თამარაშვილი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრობლემები XV-XVII საუკუნეებში – სასულიერო სემინარია, II კურსი, ხელმძღვანელი – ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფ. სერგო ვარდოსანიძე,
2. ნიკოლოზ გერგედავა – წმინდა ამბროსი აღმსარებლის (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) სასამართლო პროცესი – სასულიერო სემინარია, II კურსი, ხელმძღვანელი – ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფ. სერგო ვარდოსანიძე,
3. აბელ ბოგვერაძე – გელათის მე-3 საეკლესიო კრება – სასულიერო სემინარია, II კურსი, ხელმძღვანელი – ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

ძველი ქართული ლიტერატურის სექციას ხელმძღვანელობდა ხატწერა-რესტავრაციის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი საბა წოწორია.
მოხსენებები წარმოადგინეს სტუდენტებმა:
1. მირანდა ჭიაბერაშვილი – წმ. გრიგოლ ხანცთელის სულიერი მისია – ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, I კურსი, ხელმძღვანელი – ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი,
2. ლუკა ხვედელიძე – დემეტრე-დამიანეს საგალობლები – სასულიერო სემინარია, I კურსი, ხელმძღვანელი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე,
3. კახაბერ აბულიძე – იოანე მტბევარი და მისი შემოქმედება – სასულიერო სემინარია, I კურსი, ხელმძღვანელი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე,
4. მონაზონი ემანუელ კეკელია – იოანე მინჩხის საგალობლები დიდმარხვის მეოთხე შვიდეულისათვის – სასულიერო სემინარია, I კურსი, ხელმძღვანელი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე,
5. საბა წოწორია – წმინდა აბო თბილელის წამების სარწმუნოებრივ-ეროვნული იდეალები – ხატწერა-რესტავრაციის ფაკულტეტი, III კურსი, ხელმძღვანელი – ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი.

ამით დასრულდა ჩვენი სასწავლებლის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა, რომელიც ტრადიციულად გაზაფხულის სემესტრის დაახლოებით ორ კვირას იკავებს ხოლმე.

tsas.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων