04/10/2019 04/10/2019 ერთხელ წმინდა პახუმი დიდი სულიერ ძმებს ბოლო ჟამის ქრისტიანობაზე ესაუბრებოდა. თქვა, იმ დროს მონაზვნები ჩვენი დროის ერისკაცებივით იცხოვრებენო. -ერისკაცები როგორღა იცხოვრებენ, მამაო?- ჰკითხეს ძმებმა. -ერისკაცები პირუტყვზე უარესნი იქნებიან, – თქვა ღირსმა მამამ. -მაშ რაღა გადაარჩენთ? – იკითხეს შეწუხებულმა ძმებმა. -მოიწევა მათზე განსაცდელი, – ბრძანა წმინდა პახუმმა, – და მათი დათმენით ღირს მამებზე უკეთესნი გამოჩნდებიან. იცით,...
04 Οκτωβρίου, 2019 - 16:39

წმინდა პახუმი დიდი ბოლო ჟამის ქრისტიანობაზე

Διαδώστε:
წმინდა პახუმი დიდი ბოლო ჟამის ქრისტიანობაზე

ერთხელ წმინდა პახუმი დიდი სულიერ ძმებს ბოლო ჟამის ქრისტიანობაზე ესაუბრებოდა. თქვა, იმ დროს მონაზვნები ჩვენი დროის ერისკაცებივით იცხოვრებენო.

-ერისკაცები როგორღა იცხოვრებენ, მამაო?- ჰკითხეს ძმებმა.

-ერისკაცები პირუტყვზე უარესნი იქნებიან, – თქვა ღირსმა მამამ.

-მაშ რაღა გადაარჩენთ? – იკითხეს შეწუხებულმა ძმებმა.

-მოიწევა მათზე განსაცდელი, – ბრძანა წმინდა პახუმმა, – და მათი დათმენით ღირს მამებზე უკეთესნი გამოჩნდებიან. იცით, რატომ? ჩვენს დროში ღვთის გარდამეტებული მადლისა და იმის გამო, რომ გულმოდგინედ ვიღვწით სულის ხსნისთვის, ჩვენს შორის არიან ღვთივსულიერი, დაფარულთმცნობელი მონები უფლისა. როცა ჩვენი სულიერი და ან ძმა დაეცემა, რა მძიმეც არ უნდა იყოს მისი ცოდვა, არც ერთი ჩვენგანი, მოყვასის მიმართ გარდამეტებული საღვთო სიყვარულით აღვსილი, არ დაიზარებს ათასი ვერსის გავლას, უამრავი დაბრკოლების გადალახვას, რათა მივიდეს და დაცემული წამოაყენოს. ამიტომაც ადვილია ჩვენთვის ცხოვრება, რადგან ძმა ძმას ცოდვის დაძლევაში ეხმარება. იმ ულმობელ, მრავალი განსაცდელით აღსავსე დროს კი ბერები და მონაზვნები არათუ არ შეეწევიან ერთმანეთს, არამედ დასაღუპავად გაიმეტებენ.

 

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων