წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია
წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი მომლოცველებმა ჩამოიტანეს.
წმინდა ცეცხლს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასულიერო პირები და მრევლი დახვდა. წმინდა ცეცხლი აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს, სადაც სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს. სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:32 საათზე გადმოვიდა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.
— IPN
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.