06/06/2024 06/06/2024 31 მაისს, 14 საათზე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებულ ხატწერის სახელოსნოში ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ეს სახელოსნო, რომელსაც ისტორიის დოქტორი, ხატმწერი, ქალბატონი მაკა ჩხაიძე ხელმძღვანელობს, თითქმის აკადემიის დაარსების დღიდან ფუნქციონირებს. სახელოსნოში ხატწერის ხელოვნების შესწავლა არა მხოლოდ სემინარია-აკადემიის სტუდენტებს, არამედ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამ მნიშვნელოვან საქმეს, ქალბატონ მაკა ჩხაიძესთან ერთად, უძღვება ხატმწერი, ქალბატონი ქეთევან ხაჟომია. ყოველი...
06 Ιουνίου, 2024 - 17:43

ხატწერის სახელოსნოში ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

Διαδώστε:
ხატწერის სახელოსნოში ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

31 მაისს, 14 საათზე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებულ ხატწერის სახელოსნოში ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ეს სახელოსნო, რომელსაც ისტორიის დოქტორი, ხატმწერი, ქალბატონი მაკა ჩხაიძე ხელმძღვანელობს, თითქმის აკადემიის დაარსების დღიდან ფუნქციონირებს. სახელოსნოში ხატწერის ხელოვნების შესწავლა არა მხოლოდ სემინარია-აკადემიის სტუდენტებს, არამედ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამ მნიშვნელოვან საქმეს, ქალბატონ მაკა ჩხაიძესთან ერთად, უძღვება ხატმწერი, ქალბატონი ქეთევან ხაჟომია. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს კი ეწყობა გამოფენა, როგორც ერთგვარი წლიური ანგარიში, და ის სიმბოლურად წმ. ნინოს ხსენების დღეს ეძღვნება.

ხატწერის სახელოსნო, რომელიც თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შენობის პირველ სართულზეა განთავსებული, სამი დღის განმავლობაში (კვირა დღის ჩათვლით) უმასპინძლებს გამოფენის დათვალიერების მსურველებს.

tsas.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων