საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ქადაგება მცხეთობას – სვეტიცხოვლობას, საუფლო კვართისა და ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარე სვეტის დღესასწაულზე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამებო, დედებო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ სვეტიცხოვლობას – წმინდა საუფლო კვართის დღესასწაულს და წმინდათა მოციქულთა…
უფასო სატრაპეზო ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ფუნქციონირებს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება” sazu.ge
9 ოქტომბერს, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის ლექტორიუმის ფარგლებში, მოსკოვის ნოვაიას მოედანზე რმუ-ის სააქტო დარბაზში, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი უნივერსიტეტის მასწავლებლებისა და სტუდენტების წინაშე გამოვიდა, იუწყება Patriarchia.ru. უნივერსიტეტის შესასვლელთან მიტროპოლიტ ანტონის შეხვდნენ რმუ-ის რექტორი ა.ვ. შჩიპკოვი და ვიაზის მახლობლად მდებარე მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიხეილ დუდკო….
ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული სვეტიცხოვლობა, რომელიც აღინიშნება 14 ოქტომბერს. მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონით განსაზღვრულია სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე. ვთხოვთ ტელევიზიებსა და მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. დღესასწაულზე მცხეთის 12 მოციქულის სახელობის (სვეტიცხოვლის) ტაძრის ეზოში დაშვებული იქნება მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ამასთან,…
ამა წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოში გაიხსნა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია „აფხაზეთი – ისტორია და თანამედროვეობა“, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა. სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გადასცა…
ამა წლის 9 ოქტომბერს, წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლის საქართველოში შემობრძანების დღეს, ჩვენს ქვეყანაში ჩამობრძანდა და საქართველოს საპატრიარქოში მოაბრძანეს იოანე-ზოსიმეს X საუკუნის უნიკალური პალიმფსესტი, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ლონდონში, “კრისტის” აუქციონზე შეიძინა. მადლობა მას მორიგი დიდი ქველმოქმედებისათვის. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მადლიერება გამოხატა…
იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოშია საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”
2024 წლის 2-5 ოქტომბერს, იტალიის ქ. ურბინოში, ურბინოს უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ფილოსოფია და რელიგია ისტორიასა და აწმყოში“. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ფილოსოფიის პროფესორები და მკვლევრები იტალიიდან, საქართველოდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და შეერთებული შტატებიდან. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები თენგიზ ირემაძე, ლალი ზაქარაძე, მიხეილ გოგატიშვილი, ჰელმუტ შნაიდერი და ნიკოლოზ კოპალეიშვილი. კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნა…
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა იოანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში ჩამოტანასთან დაკავშირებით ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს აღვნიშნავთ შესანიშნავ მოვლენას – ამ დიდებული ხელნაწერის, პალიმფსესტის, საქართველოში ჩამოტანას და ვფიქრობთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე, ჩვენს ისტორიულ სიძველეებზე, მის მნიშვნელობაზე. მახსენდება წმინდა პატრიარქ კირიონის სიტყვები ჩვენს ხელნაწერებთან და არქივებთან…