დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა მორიგი სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც სმენადაქვეითებულთა საზოგადოების წარმომადგენლებმა მანგლისის ეპარქიის ტაძრები მოილოცეს, დიდგორის ველზე კი გაიმართა შემეცნებითი საუბრები, ისტორიული და კულტურული თემის ირგვლივ. sazu.ge
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან მეშვიდე კვირას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამაო, ძმებო და დებო, დედებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. დღეს წმინდა სახარებიდან ჩვენ წავიკითხეთ უფალი იესო ქრისტეს მიერ ორი ბრმის განკურნების შესახებ. ერთხელ ეს ორი ბრმა მოსდევდა იესო ქრისტეს, ისინი ხმამაღლა გაიძახოდნენ: „შეგვიწყალე ჩვენ,…
მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), მოინახულა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოსლევის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე მონასტერი, რომელსაც აშენებს ჭუმბურიძეების ოჯახი. ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
2024 წლის 5 აგვისტოს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მოინახულა ქალაქ ზესტაფონის, კვალითის დასახლების წმინდათა ახალმოწამეთა სახელობის მშენებარე ტაძარი და გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს. აღნიშნული ტაძრის ქტიტორი (აღმშენებელი) გახლავთ, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი ბეჟან წაქაძე. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
მიიღეთ ჩვენი თანადგომა დის გარდაცვალების გამო. ოჯახის წევრებისათვის და პირველ რიგში, თქვენთვის, ძალიან მძიმეა მომხდარის გადატანა, მაგრამ გახსოვდეთ, ღვთის განგებას საფუძვლად ყოველთვის სიკეთე უდევს, თუნდაც რომ განსაცდელი ფრიად მტკივნეული იყოს. ამ შემთხვევაშიც, მართალია, ქალბატონმა ლიამ სიცოცხლე გაწირა თქვენთვის, მაგრამ თქვენც მისი მარადიული სიცოცხლის კეთილად წარმართებისთვის ხელშემწყობი მიზეზი გახდით, რადგან თქვენდამი მისმა ერთგულებამ გადაადგმევინა ისეთი ნაბიჯი,…
მიმდინარე წლის 6 აგვისტოს ქალაქ ქობულეთში, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მონაწილეობით მიმდინარე საგანმანათლებლო-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა. ღირებულებითი განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოზარდებში ქრისტიანული და ეროვნული ღირებულებების განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, ჩატარდა წარმოდგენა „ისტორიის გაკვეთილი“. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიება გაიმართა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს საპატრიარქოს…
შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი. ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ტრაგედიის შედეგად შოვში ერთი წლის წინ დაღუპულთა ახლობლებს. „ზუსტად ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. ჩვენ ყველას გვახსოვს ის უმძიმესი…
ამა წლის 2 აგვისტოს წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს საქართველოს საპატრიარქოში მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებამ და მრევლის ნაწილმა მის უწმინდესობას ანგელოზის დღე მიულოცეს. sazu.ge
ამა წლის 2 აგვისტოს ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, დეკანოზი იოანე გორელიშვილი და მღვდლები: თეოდორე ფარნაშვილი, ზაქარია ინატაშვილი და გიორგი როჭიკაშვილი ესტუმრნენ ხანდაზმულთა სახლ „ბასილიადას“, რუსთავის მოხუცთა პანსიონს, მოხუცთა თავშესაფარს „ჩემს ტკბილ ოჯახში“ და ჩხენკელის I შესახვევში არსებულ ხანდაზმულთა პანსიონს, სადაც ჯამში 150 ბენეფიციარს ილიაობა მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს….