ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
22.01.2021 | 14:50
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის განცხადებით, ეპიდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

მეუფემ ქადაგებისას აღნიშნა, რომ ვაქცინაცია რელიგიური ცხოვრებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. „ჩვენ ყველას გვახსოვს მოზრდილ ასაკში, რომ სკოლაში, საბავშვო ბაღში ყველგან გვცრიდნენ და ეს იყო არა შემთხვევით, არამედ წინა, ძალიან მკაცრი პანდემიებით გამოწვეული. მე მინდა გითხრათ, რომ საუკუნეების გამოცდილებით, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს. ბიბლია გვასწავლის, გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით…

22.01.2021 | 14:39
იერუსალიმის საპატრიარქოში ნათლისღების საუფლო დღესასწაული აღნიშნეს

19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით ნათლისღების საუფლო დღესასწაული აღნიშნეს იერუსალიმის საპატრიარქოში. სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღასრულა წმიდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალენსტინის პატრიარქმა უნეტარესმა თეოფილე მესამემ.   — wenews.ge

22.01.2021 | 14:26
ჩვილის გადარჩენა – წმ.ნიკოლოზის სასწაული

ერთხელ ერთი მორწმუნე წმიდა მოწამეების ბორის და გლების ნაწილებისა და წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატების თაყვანსაცემად ვიშგოროდში გაემგზავრა, თან წაიყვანა ცოლი და ძუძუმწოვარა ბავშვი. ისინი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდნენ. ცოლს ჩაეძინა და მძინარეს ხელიდან გაუვარდა ბავშვი, წყალში ჩაიძირა და მათი თვალთახედვიდან გაქრა. სასოწარკვეთილი მშობლები საშველად წმინდა ნიკოლოზს კარგა ხანს უხმობდნენ, მაგრამ საშველი რომ არ გამოჩნდა, სასოწარკვეთილნი შინ…

22.01.2021 | 14:22
რა არის ქრისტიანის მიზანი?

ადამიანი შექმნილია განღმრთობისთვის. წმ. ათანასე დიდი ამბობს: “ღმერთი განკაცდა, რათა ადამიანი ღმერთი გამხდარიყო”. მიწიერი ცხოვრება მოგვეცა, რათა ჩვენი პიროვნება მიუახლოვდეს და შეუერთდეს ქრისტეს პიროვნებას. ქრისტესთან შერწყმული ადამიანი არ კარგავს თავის თავს, ღმერთიც იგივე რჩება. ეს შეერთება უპიროვნო ნირვანაში გადასვლა არაა. არც აღებ-მიცემობით მიიღწევა (ღმერთო მე ვილოცებ შენ წინაშე, შენ კი სასუფეველი მომმადლე) სამოთხე. ღმერთისკენ სწრაფვა…

22.01.2021 | 14:10
საეკლესიო კალენდარი: 22 იანვარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 იანვარს მოწამე პოლიევქტეს, წინასწარმეტყველ სამეს, წმიდა პეტრეს, სებასტიელ ეპისკოპოსის, ღირსი ევსტრატი სასწაულთმოქმედის, წმიდა ფილიპეს, მოსკოველი მიტროპოლიტის ხსენების დღეს აღნიშნავს   წმიდა მოწამე პოლიევქტო მხედარი წმიდა პოლიევქტო იმპერატორ დეკიუსის (249-251) ლაშქარში მსახურობდა, ქრისტესთვის კი ვალერიანს (253-259) ზეობისას ივნო. წმიდანი მტკიცე ქრისტიან, მხედარ ნეარქთან მეგობრობდა, ღვთისმოშიშებითაც გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც წარმართად რჩებოდა. როცა ქრისტიანების…

21.01.2021 | 16:43
მეუფე ნიკოლოზი – დავაცადოთ, მოვიდეს ეს ვაქცინა და იქნებ გვიშველოს

მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს. დავიცადოთ, სანამ გამოჩნდება ვაქცინა, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, როცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველომდე მოვა და დადგება საკითხი გავიკეთოთ თუ არა, ეს კითხვები ექიმებს შემდეგ უნდა დავუსვათ. „თუ ადევნებთ თვალ-ყურს, ყოველ წუთს რაღაც იცვლება კოვიდის დაავადებასთან დაკავშირებით, ვაქცინასთან დაკავშირებით. სულ…

21.01.2021 | 16:40
მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, საყოველთაო ნათლობა პანდემიის გამო არ ტარდება

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, საყოველთაო ნათლობა პანდემიის გამო არ ტარდება. როგორც მეუფე ნიკოლოზმა სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა, ხალხის თავშეყრა სახიფათოა. „სავარაუდოდ, ხალხის თავშეყრა სახიფათოა და საყოველთაო ნათლობაზე ზოგი რწმენით მოდის, ზოგს ნაკლები რწმენა აქვს, ზოგი განგვიკითხავს და ნერვიულობს საზოგადოება. როგორც კი რეგულაცია იქნება, ალბათ, მაშინ გაგრძელდება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა….

21.01.2021 | 16:18
სმირნაში სლავმა მრევლმა ნათლისღება ძველი სტილით იზეიმა

2021 წლის 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით, ნათლისღების საუფლო დღესასწაული აღნიშნა მსოფლიო საპატრიარქოს სმირნის მიტროპოლიის სლავურ სამრევლოში. საზეიმო საღმრთო ლიტურგია და დიდი აიაზმა საეკლესიო სლავურ ენაზე აღასრულა არქიმანდრიტმა ვიქტორმა (კოპუშჩიუ). ღმრთისმსახურებას ტაძარში ხოროსტასიის გზით დაესწრო სმირნის მიტროპოლიტი ბართლომეოსი.   — wenews.ge

21.01.2021 | 16:09
აფრიკაში ნათლისღების დღესასწაულზე ოთხმოცი ნათლობა და ორი ჯვრისწერა ჩატარდა

რთული პირობების მიუხედავად, რასაც აფრიკაში განიცდიან, რომელსაც პანდემია კიდევ უფრო ართულებს, აფრიკაში ალექსანდრიის საპატრიარქოს სასულიერო პირები და მოხალისეები აგრძელებენ მისიონერულ მოღვაწეობას. 2021 წლის 19 იანვარს, ძველი სტილით ნათლისღების საუფლო დღესასწაულზე და აგრეთვე, როდესაც ეკლესია პატივს მიაგებს წმიდა მარკოზ ევგენიკოსის ხსენებას, საღმრთო ლიტურგია აღესრულა კიმიულის წმიდა მარკოზ ევგენიკოსის სახელობის ტაძარში, რომელიც მდებარეობს ტანზანიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სერუას…

Τα σημαντικότερα νέα