ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
21.01.2021 | 16:00
მართალია თუ არა, რომ ძაღლის სახლში ყოლა ცოდვაა?

ეს დღევანდელი „მორწმუნეების“ მიერ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჭორია. ბევრი საუბრობს სახლიდან მადლის მიტოვებაზე, თუ სახლში ძაღლი იმყოფება. ამ თეორიის საღვთისმეტყველო საბაბი არ არსებობს. ბიბლია არ გვასწავლის მადლისა და ძაღლის შეუთავსებლობაზე. როდესაც უფლის ანგელოზი რაფაელი ტობითს დაემგზავრა ძაღლიც მათთან ერთად მიდიოდა (ტობ. 5,17). ანგელოზი არც გამწყრალა და არც გაქცეულა ამის გამო. სახარებაში ვკითხულობთ, რომ ძაღლის ყოლა…

21.01.2021 | 15:26
საეკლესიო კალენდარი: 21 იანვარი

მართლმადიდებელი ეკლესია 21 იანვარს მოწამე აბო თბილელის, ღირსი გიორგი ქოზიბელის, მღვდელმოწამე კარტერიოსისა, მოწამეთა: ივლიანეს, კელსის, ანტონის, ანასტასის, 7-თა ყრმათა და 20-თა მხედართა, ასევე ღირსი ილია ეგვიპტელის და ღირს გრიგოლი პეჩორელის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა მოწამე აბო თბილელი 766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. ქართლ-კახეთის აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისმთავარს ნერსეს დაბრალდა…

20.01.2021 | 18:16
სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ წყლის კურთხევის რიტუალი შეასრულა

როგორც პატრიარქმა რიტუალის შესრულებამდე განაცხადა, ღვთის ეს მადლი გადაგვარჩენს და იქნება ჩვენი მფარველი. „ქვეყანაზე ეს მადლი ღვთისა გადაგვარჩენს ჩვენ, მადლი ღვთისა იქნება უხვად მფარველი ჩვენი. ახლა ეზოში გავიდეთ და შევასრულოთ წყლის კურთხევა“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა რიტუალის შესრულებამდე. წყლის კურთხევის რიტუალი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ჩატარდა. რელიგიური სწავლების თანახმად, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული…

20.01.2021 | 18:02
გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს, ახალი კომპანია განახორციელებს

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, დღეიდან სხვა კომპანია განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრევენციული ქმედებების ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო, შემსრულებელ კომპანიებს „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს” და “იკორთა 2007” ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები განესაზღვრათ,…

20.01.2021 | 17:16
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნათლისღების დღესასწაულზე (19.01.2021)

ველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს და მთელს მსოფლიოს! დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ეს ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენ ზედა. არ მოგაკლოთ ღმერთმა მადლი ღვთისა! ჩვენთან არს ღმერთი!   — patriarchate.ge

20.01.2021 | 17:08
საეკლესიო კალენდარი: 20 იანვარი

მართლმადიდებელი ეკლესია 20 იანვარს აღნიშნავს კრებას წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი. ამავე დღეს იხსენიება წმიდა წინამორბედის უხრწნელი მკლავის გადასვენება ანტიოქიიდან კონსტანტინეპოლში (956) და იოანე ნათლისმცემლის სასწაული კუნძული ხიოსზე.   იოანე ნათლისმცემელი იოანე უდიდესი იყო წინასწარმეტყველთა შორის. მან დაასრულა ძველი აღთქმის ეპოქა და უფლის მხოლოდშობილი ძის განკაცება დაამოწმა. იოანემ თავისი ამქვეყნიური ღვაწლით აღასრულა ისაიას წინასწარმეტყველება: „ჴმაჲ…

20.01.2021 | 13:28
ნათლისღების საუფლო დღესასწაული ათონის მთის ხილანდარის მონასტერში [ფოტო]

2021 წლის 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით, ნათლისღების საუფლო დღესასწაული იზეიმეს ათონის წმიდა მთის ხილანდარის მონასტერში. საღმრთო ლიტურგია და დიდი აიაზმა აღასრულა მონასტრის წინამძღვარმა საძმოს წევრებთან ერთად. wenews.ge

20.01.2021 | 13:07
ნათლისღების საუფლო დღესასწაული ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში [ფოტო]

  2021 წლის 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით, ღმრთის განცხადების – უფლის ნათლისღების დღესასწაული იზეიმეს ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში. საღმრთო ლიტურგიის განსრულების შემდგომ, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა, სამღვდელო დასთან ერთად, საზეიმო ლიტანიობით, აიაზმის სხურებით აკურთხა ვანის ქუჩები. მიტროპოლიტმა ანტონმა ასევე აკურთხა მდინარე სულორი, რომელშიც ტრადიციული განბანვა შესრულდა. wenews.ge

20.01.2021 | 13:00
პუტინმა განბანვის ტრადიციაში მონაწილეობა მიიღო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მრავალწლოვანი ტრადიცია არც წელს დაარღვია და მოსკოვის მახლობლად ერთ-ერთ მონასტერში მოწყობილ ხელოვნურ ემბაზში ჩავიდა და განიბანა. wenews.ge

Τα σημαντικότερα νέα