ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
14.01.2021 | 20:42
ბელარუსის პრეზიდენტი ბელარუსის განსვენებულ საპატიო ეგზარქოსს დაემშვიდობა

დღეს, 2021 წლის 14 იანვარს, მინსკის სულიწმიდის სახელობის საკათედრო ტაძარში მივიდა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო. პრეზიდენტმა პატივი მიაგო ტაძარში დასვენებულ სრულიად ბელარუსის განსვენებულ საპატიო ეგზარქოსს, ბელარუსის გმირს, მიტროპოლიტ ფილარეტს, რომელსაც, ხვალ, 15 იანვარს, თავისი ანდერძის თანახმად, ჟიროვიჩის მონასტრის ჯვართამაღლების სახელობის ტაძარში დაკრძალავენ. ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ტაძარში დახვდა სრულიად ბელარუსის ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავის…

14.01.2021 | 20:39
იერუსალიმში ახალი წელი იზეიმეს და ,,ვასილოპიტა” გაჭრეს

იერუსალიმის ეკლესია მსგავსად საქართველოს,რუსეთის, სერბეთის,პოლონეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიებისა, ძველი კალენდარული სტილით 14 იანვარს აღნიშნავენ ახალ წელს, ამრიგად საზეიმო წირვის შემდეგ პატრიარქმა თეოფილემ ტრადიციული წმინდა ბასილის ტკბილი პური ,,ვასილოპიტა” გაჭრა.                    — wenews.ge

14.01.2021 | 20:32
წმინდა ბასილი დიდის ცხოვრება

14 იანვარი – წმინდა ბასილი დიდის ხსენება ღირსი მამა ბასილი დიდი, დაახლოებით, 330 წელს კაბადოკიის დედაქალაქ კესარიაში დაიბადა. იგი კეთილშობილებით, სიმდიდრით, ნიჭიერებითა და საღვთო მოშურნეობით ცნობილი გვარის წარმომადგენელი იყო. ბასილი დიდიწმიდანის პაპა და ბებია დიოკლეტიანეს ზეობისას, ქრისტიანთა დევნილობის გამო, 7 წლის განმავლობაში თავს ტყეში აფარებდნენ. წმიდა ბასილის დედა, ემილია, წმინდა მოწამის შვილიშვილი იყო, მამა კი,…

14.01.2021 | 20:26
“ღვთის მადლის დაკარგვაზე მეტად, არაფრის დაკარგვის არ უნდა გვეშინოდეს”

წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი – სქემმღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი): ღვთის მადლის დაკარგვაზე მეტად, არაფრის დაკარგვის არ უნდა გვეშინოდეს… რა განსაცდელიც არ უნდა მოგვივლინოს წუთისოფელმა, ღმერთზე მინდობილნი, ყოველთვის გამარჯვებული გამოვალთ. თუ ცხოვრება ერთ კარს დაგვიხურავს, უფალი იქვე მეორე, უფრო უკეთესს გვიხსნის…. მორწმუნე ქრისტიანი ყოველთვის წელში გამართული, ღმერთთან ყოფნის…

14.01.2021 | 20:22
საეკლესიო კალენდარი: 14 იანვარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 იანვარს აღნიშნავს წინადაცვეთას უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და ასევე იხსენიებს წმიდა ბასილი დიდს და მოწამე ბასილი ანკვირელს.   წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ცნობები აღმოსავლეთის ეკლესიაში წინადაცვეთის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება. დღესასწაულის კანონი დაწერა ღირსმა სტეფანე საბაიტელმა. ძველი აღთქმის მიხედვით, მამრობითი სქესის ყველა ჩვილ ბავშვს უნდა წინადაეცვითა, უფლისა მამამთავარი…

13.01.2021 | 15:28
“დიდი დანაკარგია მთელი ჩვენი ეკლესიისთვის” – პატრიარქი კირილე მიტროპოლიტ ფილარეტს ემშვიდობება

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ თავისი მწუხარება გამოხატა სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის გარდაცვალების გამო. პატრიარქმა კირილემ სამძიმრის ოფიციალური წერილი გააგზავნა მინსკში, სრულიად ბელარუსის ეგზარქოსის, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტის ბენიამინის, ბელარუსის საეგზარქოსოს მღვდელმთავრების, სასულიერო პირების, მონაზვნებისა და სამწყსოს სახელზე. “ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ერთ-ერთი გამოჩენილი იერარქის, სრულიად ბელარუსის საპატიო საპატრიარქო ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის…

13.01.2021 | 15:17
კორონავირუსით გარდაიცვალა ბელარუსის საპატიო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ფილარეტი

2021 წლის 12 იანვარს, ამსოფლიური ყოფის 86-ე წელიწადს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად გართულებული ჯანმრთელობის გაუარესების გამო ღვთივმიიცვალა სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ფილარეტი. ერში კირილე ბართლომეს ძე ვახრომეევი დაიბადა 1935 წლის 21 მარტს. 1959 წლის 3 აპრილს აღიკვეცა მონაზვნად და ეწოდა სახელი ფილარეტი (მართალი ფილარეტ მოწყალის სახელზე, ხსენება 1 (14) დეკემბერი). 1959 წლის 26 აპრილს ხელი…

13.01.2021 | 15:14
რუმინეთის საპატრიარქო ჯანდაცვის სამინისტროს მხარს უჭერს ვაქცინაციის საკითხში

ვაქცინაციის კამპანიის შესახებ ინფორმაცია რუმინეთის საპატრიარქომ გაუგზავნა თავის ყველა ეპარქიას ინფორმაცია სახელწოდებით: ”რუმინეთში ვაქცინაცია COVID-19– ის წინააღმდეგ უფასო, ნებაყოფლობითი, უსაფრთხო”. რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დააგზავნა ეს დოკუმენტი, რათა სამწყსომ შეძლოს მიიღოს ინფორმაცია ექსპერტების მიერ ვაქცინის შესახებ მიწოდებულ ცნობებსა და განმარტებებზე დაყრდნობით და მიიღონ ადეკვატური ინფორმაცია, რის შემდეგაც გადაწყვეტენ გაიკეთებენ თუ არა ვაქცინას. ”რუმინეთის საპატრიარქო მიესალმება ვაქცინის…

13.01.2021 | 15:08
საბერძნეთის ეკლესიის მუდმივმოქმედი წმიდა სინოდის სხდომა გაიმართა

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მუდმივმოქმედი წმიდა სინოდის 2021 წლის 12 იანვრის სხდომა დასრულდა. არსებული ინფორმაციის თანახმად, განიხილეს უფლის ნათლისღების დღესასწაულისა და მორწმუნეთა მიერ ზომების შესრულების დღე, ჯარიმები, რომლებიც დაწესებულია, აგრეთვე ეკლესიის მიმართვა სახელმწიფო საბჭოზე (უზენაეს სასამართლოზე). წმიდა სინოდისთვის განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ამ ეტაპზე სამოქალაქო ქორწინების დაშვება და რელიგიური ქორწინების შეზღუდვა. შეგახსენებთ, რომ 2021 წელს უკვე მეორედ გაიმართა…

Τα σημαντικότερα νέα