ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
13.01.2021 | 15:00
“ჩვენ დავკარგეთ ბელარუსის გმირი” – პრეზიდენტი ლუკაშენკო მიტროპოლიტ ფილარეტს ემშვიდობება

ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სამძიმარი გამოხატა ბელარუსის გმირის, სრულიად ბელარუსის პირველი ეგზარქოსის (ამჟამად საპატიო ეგზარქოსი), მიტროპოლიტ ფილარეტის გარდაცვალების გამო. პრეზიდენტი თავისი სამძიმრის ოფიციალურ წერილში წერს: “ჩვენ გაგვიმართლა, რომ მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა ბელარუსის მიწას, რომელიც მთელი სულით უყვარდა. ტყუილად არ უწოდებენ მიტროპოლიტ ფილარეტს ერის ზნეობისა და სინდისის საზომს. მისი მღვდელმთავრული მსახურება ბელარუსში…

13.01.2021 | 14:58
“საქართველოში რამდენიმე მაღალიერარქს COVID-19-ის ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს” – გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირსა და მაღალჩინოსანს. “მე როგორც ვიცი, თბილისში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს თუ მაღალი იერარქიის ადამიანს. ასეთი ადამიანები არჩევანს არ აჩერებენ ჩინურ ვაქცინაზე ან იგივე, რუსულ “სპუტნიკზე”, ისინი იკეთებენ საუკეთესოს მათგან, რაც…

13.01.2021 | 14:48
ზიარების საიდუმლოს შესრულების წესი

ზიარების საიდუმლო აღესრულება საღვთო ლიტურგიის დროს. ღაღადისის „წმიდაა წმიდათა“-ს შემდეგ მღვდელი ოთხ ნაწილად განჰყოფს ქრისტეს სხეულს (ტარიგს); ერთი მათგანი შთაიდვება ბარძიმში, რომელშიც ქრისტეს სისხლია; მეორეთი მღვდელმსახურნი ეზიარებიან, დანარჩენი ორი მცირე ნაწილებად ქუცმაცდება და ასევე შთაიდვება ბარძიმში, რათა მორწმუნენი აზიარონ. სამეუფო კართა გაღების შემდეგ მღვდელი და დიაკონი ბარძიმით ხელში, ღაღადისით: „შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებითა მოვედით!“ –…

13.01.2021 | 14:37
საეკლესიო კალენდარი: 13 იანვარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 იანვარს ღირსი დედის საბიანას, სამცხის დედათა მონასტრის წინამძღვრის და ღირსისა მელანია რომაელის ხსენების დღეს აღნიშნავს   ღირსი საბიანა, სამცხის დედათა მონასტრის წინამძღვარი წმიდა საბიანას შესახებ სხვა ცნობები არ მოგვეპოვება. „ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს“. წმიდა საბიანას ღვაწლი განცხადებულია მისი წინამძღვრობისდროინდელი მონასტრის ცხოვრებასა და მის აღზრდილებში. განდეგილ დედებს აძლევდნენ აღსაზრდელად თავიანთ შვილებს…

12.01.2021 | 18:31
გელათის შემდეგ ახლა ბაგრატში წვიმს [ფოტო]

  გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოში – ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში წვიმა ჩადის და ტაძრის კედლები წვიმის წყლით სველდება. მას შემდეგ, რაც ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დადგინდა მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), გელათისა და ბაგრატის პრობლემა თითქმის ერთდროულად წარმოიშვა, ორივეგან წვიმის წყალი ჩავიდა. გელათის უნიკალური ფრესკების ნაწილი, სამწუხაროდ, დაზიანდა. ბაგრატის საკათედრო ტაძარში კი წვიმის წყლის…

12.01.2021 | 18:27
ათონის მთის ხილანდარის მონასტერში ზამთრის მოსავალი აიღეს [ფოტო]

ათონზე წმიდა მთის ხილანდარის მონასტერში ზამთრის მოსავალი აიღეს. ხილანდარის მონასტერი დაარსებულია სერბი მეფის მიერ მეთორმეტე საუკუნეში. სავანეს ათონის წმიდა მთის მონასტერთა შორის მეოთხე ადგილი უკავია. მონასტერში ინახება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ცნობილი, სასწაულთმოქმედი ხატი ,,სამხელა”, რომლის მიერ აღსრულებული სასწაული წმიდა იოანე დამასკელზე საყოველთაოდ ცნობილია. ხილანდარის მონასტერში ასევე დავანებულია შემდეგი სიწმიდეები: ცხოველმყოფელი ჯვრის ორი ნაწილი; ქრისტეს ეკლის გვირგვინის…

11.01.2021 | 16:59
კორონავირუსით გარდაიცვალა კვიპროსის ეკლესიის წმ. სინოდის მუდმივი მდივანი

2021 წლის 11 იანვარს, დილით, კორონავირუსული ინფექციის შედეგად, სამოცდაათი წლის ასაკში ღვთივმიიცვალა კვიპროსის ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მუდმივი მდივანი, არქიმანდრიტი გრიგოლი. ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად სასულიერო პირის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. უფალმა შეიწყალოს და სავანესა მართალთასა დაამკვიდროს ახლადშესვენებულ არქიმანდრიტ გრიგოლის უკვდავი სული. wenews.ge

11.01.2021 | 16:58
კორონავირუსით თესალონიკში გარდაიცვალა მსოფლიო საპატრიარქოს მთავარმგალობელი

2021 წლის 11 იანვარს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად, ოთხმოცდათხუთმეტი წლის ასაკში ღვთივმიიცვალა თესალონიკში მოღვაწე მსოფლიო საპატრიარქოს მთავარმგალობელი ხარილაოს ტალიადოროსი. იგი სამოცი წლის განმავლობაში გალობდა ეკლესიაში. მას უწოდებდნენ “ბიზანტიური გალობის მეფეს”. ხარილაოს ტალიადოროსი იყო თესალონიკის წმიდა სამიტროპოლიტოს უხუცესი მგალობელი. უფალმა მართალთა თანა განუსვენოს.     wenews.ge

10.01.2021 | 20:18
“რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ადამიანი, ღმერთი მზად არის, მიიღოს და ჩაიხუტოს”

საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო წირვა-ლოცვისას ქრისტიანულ საზოგადოებას შობის დღესასწაული მიულოცა და ღვთის სიყვარულზე იქადაგა. როგორც მან აღნიშნა, რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ადამიანი, ღმერთი მზად არის, მიიღოს და ჩაიხუტოს. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს! დღეს გრძელდება…

Τα σημαντικότερα νέα