ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
10.01.2021 | 20:17
საეკლესიო კალენდარი: 10 იანვარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 იანვარს ორთა ბევრთა მოწამეთა ნიკომედიას დაწვართა, ასევე მოციქულ ნიკანორის, 70-თაგანის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდანი ორნი ბევრნი მოწამენი IV საუკუნის დასაწყისში იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-311) ბრძანა, ქრისტიანული ტაძრები დაერღვიათ, საღვთისმსახურო წიგნები დაეწვათ და ყველა ქრისტიანისთვის სამოქალაქო უფლებები და თანამდებობები ჩამოერთვათ. ამ დროს ქალაქ ნიკომიდიის ეპისკოპოსი იყო ნეტარი კირილე, რომელიც თავისი ქადაგებითა…

10.01.2021 | 20:15
“სასულიერო პირებს, ვისაც კორონავირუსი არ გადაუტანია, ყოველ კვირას ამოწმებენ”

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე (შარაშენიძე) აცხადებს, რომ სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ. როგორც მან აღნიშნა, მათ ვისაც ვირუსი გადატანილი არ აქვთ, ყოველ კვირას კოვიდ 19-ზე ამოწმებენ. „სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ, მათთვის არ არის საჭირო. ვისაც გადატანილი არ აქვს, ყოველ კვირას, წირვის მერე მივდივართ და ტესტირებას ვიტარებთ. საპატრიარქოში ვინც შედის,…

10.01.2021 | 20:12
მეუფე იოანე მის მიმართ მორიგი პროვოკაციის შესახებ საუბრობს

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ეპარქიის “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე თეოლოგების მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება და სათაურით: “მორიგი პროვოკაცია” წერილს აქვეყნებს. სრულად გთავაზობთ მეუფე იოანეს განცხადებას: მ ო რ ი გ ი პ რ ო ვ ო კ ა ც ი ა ბოლო დროს მოდაშია კონოფილმების სერიალები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების…

10.01.2021 | 20:11
ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. როგორც ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ამჟამად იზოლაციაში მხოლოდ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი იმყოფება. “გუშინ ლუგარის ლაბორატორიამ ტესტირება ჩაატარა საპატრიარქოში. ზოგადად, სწრაფი ტესტები კეთდება 3 დღეში ერთხელ და PCR ტესტირებაც პერიოდულად კეთდება. ჩატარდა 55…

09.01.2021 | 18:37
უნეტარესი იერონიმე: “მზად ვართ ყველაფრისათვის”

2021 წლის 6 იანვარს, იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი) სტილით ნათლისღების დღესასწაულზე, საზეიმო წირვის შემდგომ, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსმა უნეტარესმა იერონიმე მეორემ განცხადება გააკეთა ათენის ხარების სახელობის საკათედრო ტაძარში. უნეტარესმა იერონიმემ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ბ. მიცოტაკისთან თავისი შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა: “საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რაც გავიარეთ და რასაც ველოდებით. ვინაიდან დღეს დიდი დღესასწაულია,…

09.01.2021 | 18:33
საბერძნეთის მინისტრთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ ეკლესიის წინაშე ფიცი დადო

საბერძნეთის მინისტრთა საბჭოს ახალმა შემადგენლობამ ეკლესიის წინაშე დადო ფიცი. ტრადიციის თანახმად, ახალი მინისტრთა საბჭოს დამტკიცებას წინ უძღოდა საბერძნეთის ეკლესიის მეთაურისა და წმიდა სინოდის წინაშე ფიცის დადება. ღვთისმსახურება აღავლინა ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ. ცერემონიას ესწრებოდნენ საბერძნეთის პრეზიდენტი ეკატერინე საკელაროპულუ და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი. ფიცის დადების შემდგომ, უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა მიულოცა მინისტრებს ახალ…

09.01.2021 | 18:18
ექიმი – პატრიარქს, შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტის გაკეთება შესთავაზონ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტის გაკეთება შესთავაზონ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა, პატრიარქს ჯერჯერობით არცერთი PCR ტესტი არ გაუკეთებია. „შევთავაზებთ მერე, ვნახოთ საქმეები როგორ წავა, ამას სიტუაციის მიხედვით გავაკეთებთ. ჯერ ამას მნიშვნელობა არ აქვს. კვირის განმავლობაში შევთავაზებთ“, – განაცხადა შარტავამ. რაც შეეხება პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს,…

09.01.2021 | 18:13
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე (2021)

საშობაო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის   ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი” (ფს. 81.6) უფალმა ადამიანი შექმნა განღმრთობისათვის, ღვთაებრივ სიკეთეთა მიღებისა და ღვთის წინაშე…

09.01.2021 | 18:06
მღვდელმთავრები – იობი და იაკობი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი, კლინიკას ხვალ დატოვებს. როგორც ლევან რატიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, კორონავირუსი დაამარცხა ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობმაც, რომელიც თავს მხნედ გრძნობს. „ორივე მეუფე თავს მხნედ გრძნობს. მეუფე იობი გაეწერა. გუშინ მასთან ერთად ვიყავი წირვაზე, მხნედ ჩაატარა. ჩათვალეთ,…

Τα σημαντικότερα νέα