ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
09.01.2021 | 17:59
საეკლესიო კალენდარი: 9 იანვარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 იანვარს პირველმოწამე სტეფანე მთავარდიაკონის, ღირსი თეოდორე აღმსარებელის, წმიდა თეოდორეს, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანე. წმიდა სტეფანე მოწამეობრივად აღსრულებული პირველი ქრისტიანი იყო. იგი ოცდაათი წლისა მიიცვალა. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ უფლის სიტყვა სწრაფად ვრცელდებოდა და მორწმუნეთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდებოდა, იერუსალიმში…

08.01.2021 | 15:59
ნათლისღების დღესასწაული ნავპაკტოს სამიტროპოლიტოში [ფოტო]

გუშინ, შესწორებული კალენდრის მიხედვით 6 იანვარს, საბერძნეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების, ღმრთის განცხადების დღესასწაულს აღნიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით ნავპაკტოს მიტროპოლიტმა იეროთეოსმა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია და წყლის დიდი აიაზმის წესით კურთხევა აღასრულა. wenews.ge

08.01.2021 | 15:57
ნათლისღების დღესასწაული ალბანეთში

შესწორებული კალენდრის მიხედვით 6 იანვარს, ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების, ღმრთის განცხადების დღესასწაულს აღნიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალვბანეთის ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა ანასტასიოსმა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია და წყლის დიდი აიაზმის წესით კურთხევა აღასრულა. wenews.ge

08.01.2021 | 15:50
“თქვენი ლოცვით მე გამოვკეთდი და გამოვჯანმრთელდი”- მიტროპოლიტი იობი

ქრისტეს შობის დღესასწაულზე მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც იმყოფებოდა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი, რომელიც მღვდელმთავარმა მიიღო და დალოცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუის-ურბნისის ეპარქიის პრეს-ცენტრი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,დღეს, მაცხოვრის შობის დღესასწაულზე, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დილის 10:00 საათზე,…

07.01.2021 | 20:35
შობა უფლისა, მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

გილოცავთ შობას უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი! დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე: მორწმუნე ადამიანს გააზრებული უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ ქრისტიანული დღესასწაულის არსი, უამისოდ ის გაუაზრებლად შეეგებება დღესასწაულს და ყოველგვარი სარგებელისა და სიხარულის გარეშე დარჩება. დღევანდელი საუბარი შობის დღესასწაულის მნიშვნელობის ყველა ასპექტს ვერ მოიცავს, რადგან მართლაც უსაზღვროდ ვრცელი და მრავლისმომცველი საკითხია. ამიტომ, მთავარი აქცენტი…

07.01.2021 | 20:30
ქრისტეშობის სიმბოლოები

მოლოდინი ცოდვით დაცემამ დაამახინჯა და შეცვალა ადამიანის სულიერი ძალები და ბუნება. კაცობრიობამ, ამოწურა რა თავისი ძალები და შესაძლებლობები, გარკვეულ ტრაგიკულ ზღვართან მივიდა, მან დაინახა, რომ თავის გადარჩენა თვითონ არ შეეძლო. არა მხოლოდ პალესტინა, არამედ წარმართული სამყაროც კი ელოდა მესიას, მათ მხსნელს.   ნათელი კაცობრიობის ისტორია, ეს არა მხოლოდ მიწიერი, არამედ კოსმიური ტრაგედიაცაა, ქრისტეს მოსლვა ამქვეყნად…

07.01.2021 | 20:21
ჩვენს გულშიც იშვას უფალი – ღმერთმა თავისი განკაცებით უდიდესი სიყვარული მოგვიტანა

– რისთვის განკაცდა ღმერთი? ყველაზე დიდი განძი, დიდი ნიჭ რაც დაკარგა ადამიანმა ცოდვის დაცემით ეს არის ღმერთთან ურთიერთობის უნარი. ცოდვა ჩადგა ღმერთსა და ადამიანს შორის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ლოცვებში მივმართავთ -“შენგან შობილი დაიხსნა კედელი მტერობისა”. ის კედელი, რომელიც აღმართული იყო ღმერთსა და კაცობრიობას შორის. ცოდვამ ეს კედელი აღმართა და ამ კედლის დანგრევა არ შეეძლო ადამიანს თავისი…

07.01.2021 | 20:18
პანდემიის გამო, ალილო წელს განსხვავებული სახით ჩატარდა

პანდემიის გამო, ალილო წელს განსხვავებული სახით ჩატარდა. სამღვდელოებამ მაცხოვრის შობის დღესასწაულზე მანქანების მსვლელობა მოაწყო, საიდანაც ნაკურთხი წყალი ასხურეს. მსვლელობა 14:00 საათზე რუსთაველის გამზირიდან დაიწყო და თბილისის რამდენიმე უბანი მოიცვა. “განსხვავებული ალილოა, იმიტომ, რომ წელს ფეხით მსვლელობა ვერ აღესრულა. მანქანებით მაინც ვახერხებთ, რომ დავლოცოთ, ვაკურთოთ ნაკურთხი წყლით ქუჩები, ასევე გვაქვს საგალობლები. გვსურს მივულოცოთ მოსახლეობას. მსვლელობას რესპუბლიკის…

07.01.2021 | 20:13
“აქ იშვა ქრისტე ქალწულ მარიამისაგან”

წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს. დღესასწაულებზე მომლოცველთა რაოდენობა კიდევ მატულობს. ბეთლემს, ქრისტესშობის ადგილს ამჯერადაც მრავალი მნახველი ეყოლება. მოდით ერთად გავეცნოთ ბეთლემის შესახებ ცნობებს, რათა უფრო მომზადებული მივეგებოთ ამ წმინდა ადგილს. აი, რას გვიამბობს დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი: “კურთხეული საუკუნიდგან ქალაქი, რომელსა შინაც თვით ღმერთმან, დამბადებელმა მსოფლიოსა, სათნო იჩინა…

Τα σημαντικότερα νέα