ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
07.01.2021 | 19:55
საეკლესიო კალენდარი: 7 იანვარი – საშობაო ტრადიციები საქართველოში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს აღნიშნავს ხორციელად შობას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ქრისტეს შობა თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან უდიდესია.   მაცხოვრის შობა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან იშვა იუდეის ბეთლემში იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს დროს. იმ ხანებში გამოვიდა ბრძანება, აღეწერათ რომის მთელი იმპერიის მოსახლეობა, რომლის ერთ პროვინციასაც პალესტინა წარმოადგენდა. ებრაელებს ჩვეულებად ჰქონდათ,…

07.01.2021 | 16:15
ნათლისღების დღესასწაული საფრანგეთში [ფოტო]

დღეს, შესწორებული კალენდრის მიხედვით 6 იანვარს საფრანგეთის წმიდა სამიტროპოლიტო (მსოფლიო საპატრიარქო) უფლის ნათლისღების, ღმრთის განცხადების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია და დიდი აიაზმის მსახურება საფრანგეთის მიტროპოლიტის ქორეპისკოპოსმა, მელიტინის ეპისკოპოსმა მაქსიმემ აღასრულა. wenews.ge

07.01.2021 | 16:09
ნათლისღების დღესასწაული საბერძნეთის ეკლესიაში [ფოტო]

დღეს, შესწორებული კალენდრის მიხედვით 6 იანვარს საბერძნეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების, ღვთის განცხადების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საბერძნეთის ეკლესიის მეთაურმა, ათენისა და სრულიად ელადის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ ათენის საკათედრო ტაძარში დიდი აიაზმა აღასრულა. wenews.ge

07.01.2021 | 16:00
შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ტელეარხმა “მთავარმა”, ხოლო შემდგომ ეს ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს საპატრიარქომ. შორენა თეთრუაშვილი მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისიდან მუშაობს საქართველოს საპატრიარქოში. იგი ჯერ საპატრიარქოს მიმღებში დასაქმდა, ხოლო მოგვიანებით კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტად დაინიშნა. wenews.ge

07.01.2021 | 15:57
კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ამ დრომდე არ გამოქვეყნდა

უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის 2021 წლის საშობაო ეპისტოლე ამ დრომდე არ გამოქვეყნდა. ტრადიციისამებრ, პატრიარქის საშობაო ეპისტოლე უნდა წაკითხულიყო საშობაო წირვის დაწყების წინ, რაც წელს არ შესრულდა. ასევე, ჯერჯერობით საქართველოს საპატრიარქოს წერილობითაც არ გაუვრცელებია კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე. აღნიშნული ფაქტი უპრეცედენტოა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მამამთავრობის პერიოდში. wenews.ge

07.01.2021 | 15:55
ქრისტეს შობის საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა რუსეთის პატრიარქმა [ფოტო]

  იულიუსის კალენდრის ძველი სტილით 25 დეკემბერს (ახალი სტილით 7 იანვარს) ქრისტეს შობის დღესასწაულის საზეიმო ღვთისმსახურება მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა უწმიდესმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ. რუსეთის ეკლესიის მეთაურს თანამსახურებდნენ: მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენის მიტროპოლიტი დიონისე და მოსკოვის საპატრიარქოს ადმინისტრაციული სამდივნოს ხელმძღვანელი, პავლო-პოსადის ეპისკოპოსი თომა და სხვა სამღვდელო პირები. საღვთო…

07.01.2021 | 15:48
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის გრიგოლის საშობაო გზავნილი – 2021

მაისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის საშობაო გზავნილი ეპარქიის სამწყსოსადმი ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი“. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ქრისტესმიერ საყვარელო ძვირფასო სამწყსოვ, გილოცავ ქრისტეს შობის დღესასწაულს! ქრისტეს დიდებული…

07.01.2021 | 15:46
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის განცხადება ალილოს მსვლელობის შესახებ

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებული ალილოს ტრადიციული მსვლელობა საყოველთაო პანდემიის გამო არ გაიმართება! ბედნიერი შობა გაგითენოთ ღმერთმა!”. wenews.ge

07.01.2021 | 15:44
ნათლისღების დღესასწაული ალექსანდრიის საპატრიარქოში [ფოტო]

დღეს, შესწორებული კალენდრის მიხედვით 6 იანვარს, ალექსანდრიის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების, ღმრთის განცხადების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით მისმა ღვთაებრვიმა უნეტარესობამ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრაირქმა თეოდორე მეორემ სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია და წყლის დიდი აიაზმის წესით კურთხევა აღასრულა. wenews.ge

Τα σημαντικότερα νέα