ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
04.01.2021 | 20:39
გიორგი გახარია ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. „სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი პატრიარქის წვლილი ჩვენი ეკლესიების აღდგენასა და ერის განათლებაში. ახლაც, როცა მთელი მსოფლიო უხილავ…

04.01.2021 | 20:37
კახა კალაძე – ვულოცავ ილია მეორეს დაბადების დღეს, მისი მოღვაწეობა სიყვარულის, თავმდაბლობის, სულგრძელობის ნათელი მაგალითია

თბილისის მერი კახა კალაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს და მას ჯანმრთელობას უსურვებს. „ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, ილია მეორეს დაბადების დღეს. დიდია ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ერის სულიერი სიმტკიცისა და განვითარების, ქვეყნის კეთილდღეობის, მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. მისი მოღვაწეობა სიყვარულის, თავმდაბლობის, სულგრძელობის ნათელი მაგალითია. ვუსურვებ ერის სულიერ მამას ჯანმრთელობას და…

04.01.2021 | 20:35
ილია მეორეს იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოში მღვდელმთავრები და ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორეს დაბადებიდან 88 -ე წლის იუბილესთან დაკავშირებით 2021 წლის 3 იანვარს საპატრიარქოში მღვდელმთავრები და ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს. მათივე ცნობით, კათოლიკოს-პატრიარქმა ეპიდემიოლოგებს მადლობა გადაუხადა თავდადებული შრომისა და გაწეული ღვაწლისთვის. პატრიარქს იუბილე მიულოცეს: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმს დანიელმა, ახალქალაქის, კუმურდოს და…

04.01.2021 | 20:30
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 88 წლის გახდა

1933 წლის 4 იანვარს ქალაქ ორჯონიკიძეში (ამჟამინდელი ვლადიკავკაზი, რუსეთი) დაიბადა ირაკლი შიოლაშვილი, გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში. ის 1977 წლის 25 დეკემბრიდან არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II-ის სახელით. დღეს, 2021 წლის 4 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 88 წლის შესრულდა.   — wenews.ge

04.01.2021 | 19:16
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთის მთავრობას უპირისპირდება

2021 წლის 4 იანვარს შეიკრიბა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 164-ე სინოდური პერიოდის მუდმივმოქმედი წმიდა სინოდი შეიკრიბა, მისი უნეტარესობის, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსის იერონიმე მეორის თავმჯდომარეობით. დღევანდელი სესიის განმავლობაში, მუდმივმოქმედმა წმიდა სინოდმა, ავტორიზაციის ოქმის დამტკიცების შემდეგ შეისწავლა წმიდა ტაძრების ფუნქციონირებისა და ნათლისღების დროს მორწმუნეთა ყოფნასთან დაკავშირებით შექმნილი მონაცემები, მთავრობის მოულოდნელი განცხადებების შემდგომ, პარასკევს 02. 01.2021, ზომების…

04.01.2021 | 19:14
საახალწლო ტრადიციები

საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია – მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს. ახალ წელს საქართველოში ხშირად “ბასილის დღეს” უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ე.წ. “ბასილას კვერები.”…

04.01.2021 | 19:02
საეკლესიო კალენდარი: 4 იანვარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 იანვარს დიდმოწამე ანასტასიას, მოწამეთა: ქრისოგონის, თეოდოტიას, ებოდის, ევტიქიანეს და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს.   დიდმოწამე ანასტასია, წმიდა მოწამენი: ქრისოგონი, თეოდოტია, ევოდი, ევტიქიანე და სხვანი დიდმოწამე ანასტასია დიოკლეტიანეს (284-305) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას ეწამა ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის. მამამისი წარმართი იყო, დედა კი – ფარული ქრისტიანი. ყრმა ანასტასია აღსაზრდელად ცნობილ ბრძენკაცს – ქრისოგონს მიაბარეს. მოძღვარმა…

03.01.2021 | 17:08
რას აცხადებს მიტროპოლიტი იეროთეოსი ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში?!

ცნობილია, რომ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამოჩენილი მაღალიერარქი, ნავპაქტოს მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) არის პირველი მართლმადიდებელი მღვდელმთავარი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ვაქცინაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიტროპოლიტი იეროთეოსი აცხადებს: „შემთხვევით არ ამირჩიეს. ამ საკითხებით ვარ დაკავებული, წიგნიც მაქვს დაწერილი და უცხოურ უნივერსიტეტებში მაქვს ჩატარებული ლექციები მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის შესახებ. პანდემიის პირველი ტალღის დაწყებისას, აპრილში, ეკლესიიდან ერთადერთ…

03.01.2021 | 17:03
ახალი წელი ალექსანდრიის საპატრიარქოში [ფოტო]

2021 წლის 1 იანვარს მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ სამადლობელი ღვთისმსახურება აღავლინა ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით. სამადლობელ მსახურებაში მონაწილეობდნენ ალექსანდრიის საპატრიარქოს მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები. სპეციალურად ბერძნული ენიდან თარგმნა “მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა”.     — wenews.ge

Τα σημαντικότερα νέα