ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
31.12.2020 | 20:37
სერბეთის პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს ღვთისმსახურება აღესრულა

2020 წლის 29 დეკემბერს ორმოცი დღე გავიდა უწმიდესი სრულიად სერბეთის პატრიარქის ირინეოსის გარდაცვალებიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, სერბეთის საკათედრო ტაძარში, პატრიარქ ირინეოსის სულის საოხად საღმრთო ლიტურგია აღავლინა სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა, სერბეთის საპატრიარქოს მღვდელმთავრებთან ერთად. წირვის შემდგომ ამავე ტაძარში დაკრძალული უწმიდესი პატრიარქის ირინეოსის საფლავთან აღავლინეს მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. ღვთისმსახურებას დაესწრნენ სერბეთის პრეზიდენტი და…

31.12.2020 | 20:33
საეკლესიო კალენდარი: 31 დეკემბერი

ეკლესია 31 დეკემბერს მოწამეთა სებასტიანე სვინკლიტიკოსის, ნიკოსტრატეს, ზოეს, კასტორის, ტრანკვილინე ხუცის, მარკელინეს, მარკოზის, კლავდის, სიმფორიანეს, ტიბურტის, კასტულის, ღირსი ფლოროსის, ამიელი ეპისკოპოსის და ღირსი მიქაელ აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა მოწამენი: სებასტიანე და მეგობარნი მისნი: ნიკოსტრატე, მეუღლე მისი ზოია, კასტორი, ტრანკვილინე ხუცესი და ძენი მისნი: მარკელინე და მარკოზ დიაკონნი, კლავდი ციხის უფროსი, ძე მისი სიმფორიანე,…

30.12.2020 | 21:55
საეკლესიო კალენდარი: 30 დეკემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 დეკემბერს წინასწარმეტყველი დანიელის და სამთა ყრმათა: ანანიას, აზარიას და მისაილის , ასევე ღირსი დანიელ აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წინასწარმეტყველი დანიელი და სამნი ყრმანი: ანანია, აზარია და მისაელი ქრისტეს შობამდე 600 წელს იერუსალიმი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო, სოლომონის ტაძარი დაარღვია, დიდი ალაფი იგდო ხელთ და ხალხი ტყვედ წაასხა. ამის შემდეგ მან…

30.12.2020 | 21:16
,,საშობაო დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ” – მიტროპოლიტი თეოდორე

,,ძალიან მძიმე წელი იყო 2020, თითქოს მთელი მსოფლიო შეცვალა. 2021 წელს კიდევ უფრო ძლიერები, მომზადებულები უნდა დავხვდეთ. საახალწლო, საშობაო დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. თავი შევიკავოთ ერთმანეთის მონახულებისგან. საკუთარ თავსაც გავუფრთხილდეთ და ჩვენს გარშემომყოფებსაც”, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე)   — wenews.ge

30.12.2020 | 21:14
დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ შეჭირვებულ ათ მოსწავლეს კომპიუტერები გადასცა

თბილისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, ცნობილმა ქართველმა მქადაგებელმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ ხსენებული ტაძრის სამრევლოს სახელით პანდემიის მეორე ტალღასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა. მამა თეოდორეს ორგანიზებით ათ მოსწავლეს, რომლებიც კომპიუტერებისა და ინტერნეტის არქონის გამო დისტანციური სწავლის პროცესში ვერ ჩაერთნენ, კომპიუტერები გადაეცათ და სასწავლო წლის ბოლომდე უფასო ინტერნეტი ექნებათ. “პანდემიის მეორე ტალღის დროს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა განიცადა…

30.12.2020 | 21:11
ხორვატიაში მაშველებმა ეკლესიის ნანგრევებში ადამიანის ცხედარი იპოვეს

ხორვატიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სოფელ ზაზინას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია დაინგრა, მაშველებმა ტაძრის ნანგრევებში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.   — wenews.ge

30.12.2020 | 21:03
ათონის მთის ვატოპედის მონასტერმა 2021 წლის კალენდარი გამოსცა [ფოტო]

ათონის წმიდა მთის ვატოპედის საპატრიარქო და სტავროპიგიალურმა მონასტერმა 2021 წლის ორი ახალი კალენდარი გამოსცა, მაგიდისა და ჯიბის. მაგიდის კალენდარი განსაკუთრებით საინტერესო გახლავთ, რადგან აქ შეგიძლიათ იხილოთ უნიკალური ფოტომასალა, საინტერესო ნაშრომები და ცნობები მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ.          — wenews.ge

29.12.2020 | 22:19
ორმოცი დღე გავიდა სერბეთის პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალებიდან

დღეს, 2020 წლის 29 დეკემბერს, ორმოცი დღე გავიდა უწმიდესი სრულიად სერბეთის პატრიარქის ირინეოსის გარდაცვალებიდან. მისი უწმიდესობა მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. უწმიდესი ირინეოსი 2010-2020 წლებში მწყემსმთავრობდა სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. უფალმა სასუფევლის მკვიდრობა მიანიჭოს პატრიარქ ირინეოსს და მისცეს საუკუნო ხსენება. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 18 თებერვალს გაიმართება სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის…

29.12.2020 | 22:17
კორონავირუსით გარდაიცვალა კასტორიის მიტროპოლიტი სერაფიმე

დღეს, 2020 წლის 29 დეკემბერს, დილით, კორონავირუსული ინფექციის შედეგად, 61 წლის ასაკში ღვთივმიიცვალა ელადის (საბერძნეთი) მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ზემო მაკედონიის ეგზარქოსი, კასტორიის მიტროპოლიტი სერაფიმე. მღვდელმთავარი კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს, ხოლო უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდა მართვით სუთქვაზე. მას თანმდევ დაავადებად ჰქონდა გულის მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მიტროპოლიტი სერაფიმე 1996 წლიდან გარდაცვალებამდე…

Τα σημαντικότερα νέα