ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
29.12.2020 | 22:13
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა კორონავირუსზე ვაქცინა გაიკეთა

დღეს, 2020 წლის 29 დეკემბერს, კვიპროსის ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. მისმა უნეტარესობამ განაცხადა: “ვაქცინა დაეხმარება ადამიანებს კორონავირუსის ანტისხეულები მიიღონ. უნდა გავიგოთ, რომ, როგორც სხვა დაავადებებთან ერთად ვცხოვრობთ, ასე უნდა ვიცხოვროთ მასთან (კორონავირუსთან) ერთადაც. უნდა ვიყოთ მკაცრი და დავიცვათ ის ზომები, რომლებიც სახელმწიფომ გამოაცხადა, რადგან…

29.12.2020 | 22:11
რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის 2020 წლის უკანასკნელი სხდომა დისტანციურად გაიმართა

2020 წლის 29 დეკემბერს, დისტანციურ რეჟიმში გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2020 წლის უკანასკნელი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე. რუსეთის ეკლესიის მეთაური წმიდა სინოდის სხდომას ხელმძღვანელობდა პერედელკინოს საპატრიარქო რეზიდენციის ისტორიული დარბაზიდან. რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის დღევანდელი სხდომის განჩინებები ოცდაერთი ჟურნალის სახით გამოქვეყნდა. რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის მუდმივი წევრები არიან: უკრაინაში…

29.12.2020 | 22:10
მიტროპოლიტი იობი კორონავირუსისგან განიკურნა და კლინიკიდან გაწერეს

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი კორონავირუსისგან განიკურნა და დღეს, 2020 წლის 29 დეკემბერს, იგი გაწერეს თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს რუისისა და ურბნისის ეპარქიის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელმონაზონი იერონიმე (ქათამაძე), რომელიც წერს: “დაინტერესებულ პირებს გაცნობებთ, რომ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი კორონავირუსული ინფექციისგან სრულიად განიკურნა, საავადმყოფოდან დღეს გაწერეს და თავს კარგად…

29.12.2020 | 22:05
საეკლესიო კალენდარი: 29 დეკემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 დეკემბერს წინასწარმეტყველ ანგეას (500 წ. ქრისტეს შობამდე); მოწამე მარინის, ნეტარი თეოფანია დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს.   ანგეა წინასწარმეტყველი ანგეა წინასწარმეტყველი გახლდათ თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთი. ის მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე VI-V საუკუნეებში. მას დაუწყის წინასწარმეტყველება აქემენიდთა უმცროსი შტოს წარმომადგენლის, სპარსეთის მეფის, დარიოს I-ის პირველის ზეობის მეორე წელს. დარიოს პირველი ირანის სახელმწიფოს მართავდა…

28.12.2020 | 20:46
მონასტერი, სადაც ფსიქიკურად დაავადებულები იკურნებიან

საბერძნეთში, კერძოდ ქალკიდიკში არსებობს წმიდა დიდმოწამე ანასტასიას სახელობის საპატრიარქო და სტავროპიგიალური მონასტერი, რომელიც IX საუკუნეში აიგო. მონასტერი ცნობილია, რომ აქ გულწრფელი რწმენით მოსული მრევლი, რომელთაც ფსიქიური დაავადებები აქვთ ან კიდევ მაგია და ჯადო სტანჯავთ, იკურნებიან. ეს სწორედ სასწაულმომქმედი წმიდა ანასტასიას მადლით აღესრულება. აღსანიშნავია, რომ ამ მონასტერში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორი ქართველი სასულიერო პირი მსახურობდა. მონასტერი…

28.12.2020 | 20:38
პოლონეთის ეკლესიის ეპისკოპოსი პავლე მოხუცთა და უსახლკაროთა თავშესაფრებს ეწვია

პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ვარშავის ეპარქიის ქორეპისკოპოსი, გაინოვის ეპისკოპოსი პავლე მოხუცთა და უსახლკაროთა თავშესაფრებს ეწვია. მღვდელმთავარმა თავშესაფრების ბენეფიციარებს მიულოცა შობა-ახალი წელი და გადასცა ტკბილეული.   — wenews.ge

28.12.2020 | 20:35
სამების ტაძარში საკვირაო წირვაზე სამღვდელოება შეზღუდული რაოდენობით დაუშვეს

2020 წლის 27 დეკემბერს ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო საღვთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. წირვაზე მღვდელმთავარს თანამსახურებდნენ მხოლოდ სამი მღვდელი და რამდენიმე დიაკონი, რომელთაც ღვთისმსახურების დაწყების წინ კორონავირუსულ ინფექციაზე ტესტირება ჩაუტარდათ და უარყოფითი პასუხების დადასტურების შემდეგ დაიშვა მათი მონაწილეობა ლიტურგიაში.   — wenews.ge

28.12.2020 | 20:28
ილია II-ს მღვდელმთავრებმა აღსაყდრებიდან 43 წლისთავი მიულოცეს

2020 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებმა აღსაყდრებიდან 43 წლისთავი მიულოცეს.   — ambioni.ge

28.12.2020 | 20:25
“სიყვარული, რომელიც ღმერთის გარეშე არსებობს, ხშირად სიძულვილში გადადის”

სიყვარულიც, რომელიც ღმერთის გარეშე არსებობს, ხშირად სიძულვილში გადადის და ვხედავთ, როგორი მძიმე მდგომარეობაა ბევრ ოჯახში, – ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მეუფე შიომ მრევლს კვირა დღე, წმინდანთა მამამთავართა დღე მიულოცა. მეუფე შიომ ისაუბრა სახარების იმ ნაწილზე, სადაც საქორწინო ნადიმის შესახებ არის მოთხრობილი. “წმინდა სახარებაში იყო მოთხრობილი იგავი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, საქორწინო…

Τα σημαντικότερα νέα