ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
28.12.2020 | 20:20
რკონის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი

ფონდი „ქართუს“ და კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსების საფუძველზე დასრულდა რკონის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-2 ეტაპი, რომელიც ღვთისმშობლის ეკლესიის ცენტრალური ნავის გადახურვასა და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი საპირე წყობების აღდგენას ითვალისწინებდა. სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობისას მთავარ ტაძარზე ლავგარდანის მორყეული ქვები კირის დუღაბზე გადაეწყო. მონოლითურად მოეწყო მისი სარტყელი და კამარის თაღები. ანტისეპტიკური და ცეცხლგამძლე ხსნარით დამუშავებულ…

28.12.2020 | 20:11
საეკლესიო კალენდარი: 28 დეკემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 დეკემბერს მღვდელმოწამე ელევთერისა და მისი დედის მოწამე ანთიას, მოწამე კორივი ეპარხოსის, ღირსი პავლე ლატრელის, მოწამე ელევთერის, ღირსი პარდოს განდეგილის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა მოწამენი: ელეფთერი, დედა მისი ანთია და კორივ ეპარქი ელეფთერის დედა დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი ქალი იყო. მან, ქრისტიანობაზე პავლე მოციქულის მიერ მოქცეულმა და მისი ხელითვე მონათლულმა, შვილიც…

24.12.2020 | 16:09
წმიდა მოწამენი: აკეფსი და აითალე – 11 (24) დეკემბერი

  წმიდა მოწამენი: აკეფსი და აითალე სპარსელები იყვნენ. აკეფსი ქალაქ არბელის წარმართი ქურუმი იყო. ქრისტიანი ეპისკოპოსის ლოცვით იგი სასწაულებრივ განიკურნა სნეულებისაგან, რის შემდეგაც ირწმუნა და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისთვის აკეფსი საპყრობილეში ჩააგდეს. მალე აქ გამოამწყვდიეს არბელის ეკლესიის დიაკონი, წმიდა აითალეც. მოწამეები მმართველის წინაშე წარადგინეს, სადაც მათ კვლავ გაბედულად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. მაშინ უსჯულო ხელისუფლის ბრძანებით…

24.12.2020 | 16:06
წმიდა მოწამე მირაქსი (VII) – 11 (24) დეკემბერი

წმიდა მოწამე მირაქსი ეგვიპტეში დაიბადა VII საუკუნეში. ქრისტიანმა მშობლებმა იგი ღვთისმოშიშებით აღზარდეს, მაგრამ შემდეგ ეშმაკის ცთუნებას აჰყვა, ქრისტიანობა უარყო, ეგვიპტის ამირასთან გამოცხადდა, მახვილი აიღო ხელში და სარკინოზთა სამსახურში ჩადგა. მშობლები ძალიან წუხდნენ ძის საშინელი დაცემის გამო და მხურვალედ ლოცულობდნენ მისთვის. მაშინ ღვთის მადლმა გონება გაუნათა მირაქსს: მან წრფელი გულით შეინანა თავისი დიდი შეცოდება და შინ…

24.12.2020 | 15:56
“მხოლოდ ეკლესია აცხოვნებს, და არა ჩვენ ვაცხოვნებთ ეკლესიას” – ალექსანდრიის პატრიარქი

  ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა უნეტარესმა თეოდორე მეორემ 2020 წლის საშობაო ეპისტოლეში ეკლესიის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა: “შეუძლებელია, ძმებო და შვილებო, მხოლოდ გვიყვარდეს და ვსაუბრობდეთ ქრისტეზე ეკლესიის გარეშე!.. ჩვენ ქრისტეს ეკლესიის მეშვეობით გვრწამს და თაყვანს ვცემთ! ეკლესიის მეშვეობით ვარსებობთ და ჩვენი არსებობის რეალური მიზნისკენ მივიწევთ! … ეკლესია მხოლოდ განწმედს და არ…

24.12.2020 | 15:53
მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2020

† ბ ა რ თ ლ ო მ ე ო ს ი წყალობითა ღმრთისაჲთა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი ეკლესიის მთელ სისავსეს, ბეთლემში შობილი მაცხოვარი ქრისტეს მიერ მადლი, წყალობა და მშვიდობაჲ * * * პატიოსანნო ქრისტესმიერნო ძმანო და საყვარელნო შვილნო, თანამავალნი ყოვლადწმიდისა ქალწულისა, რომელიც წინასაუკუნეთა სიტყვის „გამოუთქმელად შობად” მოვალს და შემხედვარენი ბეთლემისა, რომელიც…

23.12.2020 | 17:58
კორონავირუსით საბერძნეთში გარდაიცვალა იღუმენია ტაქსიარქია

2020 წლის 23 დეკემბერს, სამოცდათხუთმეტი წლის ასაკში, კორონავირუსული ინფექციის შედეგად ღვთივმიიცვალა ელადის (საბერძნეთი) მართლმადიდებელი ეკლესიის ფილიპიის სამიტროპოლიტოს წმიდა დიმიტრი ნიკისიანის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ტაქსიარქია. დედა ტაქსიარქია კავალას კლინიკაში იყო მოთავსებული, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. უფალმა შეიწყალოს და სავანესა მართალთასა დაამკვიდროს ახლადშესვენებული იღუმენია ტაქსიარქია და მისცეს მას…

23.12.2020 | 17:55
სატელეფონო საუბარი შედგა უწმიდეს პატრიარქ კირილესა და უნეტარეს მიტროპოლიტ ტიხონს შორის

  2020 წლის 21 დეკემბერს სატელეფონო საუბარი შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდეს პატრიარქს კირილესა და ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსსა და სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარეს მიტროპოლიტს ტიხონს შორის. მწყემსმთავრებმა ერთმანეთს მიულოცეს ქრისტეს შობის მოახლოებული დღესასწაული, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში აღნიშნავს იულიუსის კალენდრის შესწორებული სტილით 25 დეკემბერს, ხოლო რუსეთის მართლმადიდებლი ეკლესია – იულიუსის კალენდრის ძველი სტილით 25…

23.12.2020 | 17:54
იერუსალიმში წმიდა ანას დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

დღეს, 22 დეკემბერს, იერუსალიმის საპატრიარქოში წმიდა ანას მონასტერში ამავე წმიდანის დღესასწაული აღნიშნეს. საზეიმო საღვთო ლიტურგიას დაესწრო წმიდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე მესამე.   wenews.ge

Τα σημαντικότερα νέα