ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
21.12.2020 | 18:06
ნიკოლოზობის დღესასწაული მინსკში [ფოტო]

2020 წლის 19 დეკემბერს, წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსმა, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტმა ბენიამინმა სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღავლინა მინსკის რაიონის სოფელ პრივოლნის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში. ლიტურგიაზე მიტროპოლიტმა ბენიამინმა დიაკონ ნიკოლოზ ბონდარის ხელი დაასხა მღვდლად. წირვის განსრულების შემდეგ ეგზარქოსმა წარმოთქვა ქადაგება და ტაძარს უსახსოვრა წმიდა ნიკოლოზის ხატი. wenewsge

21.12.2020 | 18:04
უნეტარესი სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი საბა მკაცრ კარანტინშია

პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის უნეტარესმა მიტროპოლიტმა საბამ, უკანასკნელად, საღვთო ლიტურგია აღასრულა ორ თვეზე მეტი ხნის წინ, 2020 წლის 18 ოქტომბერს. აღნიშნული თარიღის შემდეგ კი ვარშავის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას მორიგეობით აღასრულებენ პოლონეთის ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელმთავრები. მისი უნეტარესობა მკაცრ კარანტინში იმყოფება. იგი 82 წლისაა და რამდენიმე დაავადებით არის დაავადებული. უნეტარესი ვარშავისა და…

21.12.2020 | 18:02
ეპისკოპოსად ქიროტონია New Jersey-ში

2020 წლის 19 დეკემბერს, ნიუ-ჯერსიში, მსოფლიო საპატრიარქოს ამერიკის მთავარეპისკოპოსმა ელპიდოფოროსმა მღვდელმთავრებთან ერთად აღასრულა ფოკეას ეპისკოპოსის ხელდასხმა. ახალხელდასხმული ეპისკოპოსი იოანე დადგენილია სან-ფრანცისკოს მიტროპოლიტ გერასიმეს ქორეპისკოპოსად (დამხმარე ეპისკოპოსად). wenewsge

21.12.2020 | 18:00
ალექსანდრიის პატრიარქი ათენში ჩავიდა

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის უნეტარესი პაპი და პატრიარქი თეოდორე II საბერძნეთის დედაქალაქ ათენს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მის უნეტარესობას საბერძნეთის სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრა.   wenewsge

18.12.2020 | 17:18
ნიკოლოზობის დღესასწაულზე პატრიარქი წირვას აღავლენს სამების საკათედრო ტაძარში

ა.წ. 19 დეკემბერს, წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად წირვას აღავლენს ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ გაავრცელა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა. wenews.ge

18.12.2020 | 13:56
შვედეთის ქართული სამრევლოს საქველმოქმედო აქცია “პური უფასოდ” ამბროლაურში

  დღეს, 2020 წლის 17 დეკემბერს, წმიდა დიდმოწამე ქალწულ ბარბარეს ხსენების დღეს, ქალაქ ამბროლაურში, საქართველოს საპატრიარქოს შვედეთის წმიდა გიორგის ქართული სამრევლოს (წინამძღვარი: დეკანოზი შიო ბიწკინაშვილი) საინიციატივო ჯგუფის ინიციატივითა და ნიკორწმინდის ეპარქიის დახმარებით, მთელი დღის მანძილზე ჩატარდა ყველა ჩატარდა საქველმოქმედო აქცია “პური უფასოდ”, სადაც ნებისმიერ მსურველს უფასოდ დაურიგდა პური. wenews.ge

18.12.2020 | 13:50
ნიკორწმინდის ეპარქიაში წმ. ბარბარეს სახელობის XI საუკუნის ტაძარი აღადგინეს და აკურთხეს

ნიკორწმინდის ეპარქიის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისუბანში მეთერმეტე საუკუნის პირველ ნახევარში აგებული წმიდა დიდმოწამე ქალწულ ბარბარეს სახელობის ტაძარი აღადგინეს. დღეს, 2020 წლის 17 დეკემბერს, წმიდა დიდმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე, გორისუბნის წმიდა ბარბარეს სახელობის ისტორიული ტაძრის ენკენია (განმეორებითი კურთხევა) აღასრულა ყოვლადუსამღვდელოესმა ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა, რომელმაც ახალაღდგენილ ტაძარში ასევე სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღავლინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა…

18.12.2020 | 12:57
ალექსანდრიის პატრიარქი საშობაო მსახურებას კაიროში აღასრულებს

მისი ღვთაებრივი უნეტარესობა პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა თეოდორე მეორე, 2020 წლის 25 დეკემბერს საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას კაიროს წმიდა ნიკოლოზის სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს. მისი უნეტარესობა საშობაო საღმრთო ლიტგურგიას 8:30-ზე დაიწყებს. ალექსანდრიის საპატრიარქო განცხადებით თავის მრევლს მოუწოდებს, რომ თავიანთი ტაძარში ყოფნით მიაგონ პატივი ჩვენი უფლისა და ღმერთის იესო ქრისტეს ხორციელად შობის დღესასწულს. wenews.ge

17.12.2020 | 17:26
პატრიარქი: “ჩვენმა ბავშვებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები და წიგნად გამოვცემთ”

“გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, არ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები. რომ დაწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, როგორც საკუთარ მშობელს, ისე უნდა მიმართოთ მამასა, ძესა და სულსა წმინდასა და გამომიგზავნეთ მე. გადაწყვეტილი მაქვს, რომ როცა შეგროვდება საკმაოდ ბევრი, გამოვცეთ წიგნად…” ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ პატრიარქმა ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით აღვლრნილი…

Τα σημαντικότερα νέα