ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
14.12.2020 | 13:54
რუსეთის პატრიარქმა ანდრიაობის დღესასწაულზე წირვა აღავლინა [ფოტო]

2020 წლის 13 დეკემბერს, წმიდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღავლინა პერედელკინოს მახლობლად მდებარე სკიტის წმიდა მთავარ ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში. რუსეთის პატრიარქმა უკანასკნელ თვეებში, პანდემიის მიზეზით დამკვიდრებული ტრადიციით, წირვა სრულიად მარტომ, სამღვდელოებისა და მრევლის გარეშე, თავის მორჩილებაში მყოფი რამდენიმე მონაზვნის თანდასწრებით აღავლინა. wenews.ge

13.12.2020 | 20:45
იერუსალიმის პატრიარქმა ანდრიაობის დღესასწაულზე წირვა აღავლინა

2020 წლის 13 დეკემბერს, წმიდა ყოვლადქებული მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, წმიდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღავლინა იერუსალიმის ჯვრის მონატერში. პატრიარქს თანამსახურებდნენ მღვდელმთავრები და სამღვდელოება.     — wenews.ge

13.12.2020 | 20:39
თუ ღმერთი გიყვარს, შეგნებულად არ უნდა სცოდავდე

არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია) მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვარი: ” მე მივმართავ მრევლს, რომ მარტო ზიარება არაა საკმარისი. მაგალითად მოვიყვან იუდა მოციქულს, იგი ეზიარა, მაგრამ უღალატა ღმერთს, მოძღვარს. შენ თუ ღმერთი გიყვარს, ნახევრად შიშველი რატომ დადიხარ. ზიარების ლოცვებში კითხულობ – “ღმერთო, განმწმინდე ვნებებისაგან”, ღმერთს ცოდვებისაგან განწმენდას სთხოვ და ამავდროულად სხეულით ამაყობ, ე.ი. სულიერად ბრმა ხარ. ადამიანს უნდა…

13.12.2020 | 20:33
საეკლესიო კალენდარი: 13 დეკემბერი

მართლმადიდებელი ეკლესია 13 დეკემბერს ანდრია პირველწოდებულის, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელის, მეფე ვახტანგ გორგასლის, წმიდა პეტრე I კათალიკოსის, წმიდა სამუელ I კათალიკოსის, ფრუმენტის, ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს   ანდრია პირველწოდებული ანდრია პირველწოდებული  ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელად არის მიჩნეული. წმიდა ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული.გადმოცემის თანახმად ანდრია და…

13.12.2020 | 19:57
კერკირაზე წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენება აღნიშნეს

ახალი შესწორებული კალენდარული სტილით 12 დეკემბერს, საბერძნეთში, კუნძულ კერკირაზე აღნიშნეს წმიდა საკვირველთმოქმედი მღვდელმთავრის, სპირიდონ ტრიმიფუნტელი (ტრიმითინტელი) ეპისკოპოსის ხსენება. ცნობილია, რომ კერკირაზე დაბრძანებულია წმიდა სპირიდონის უხრწნელი სხეული. სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა კერკირას მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა, სამღვდელოების თანამსახურებით აღასრულა დახურულ ტაძარში. წელს დაიშვა ისტორიაში პირველი გამონაკლისი და არ შესრულდა ლიტანიობა წმიდა სპირიდონის უხრწნელი სხეულით. წმიდა სპირიდონ საკვირველთმოქმედის მეოხებით, უფალმა…

13.12.2020 | 19:54
რუსეთის პატრიარქმა ანდრიაობის დღესასწაულზე წირვა აღავლინა

2020 წლის 13 დეკემბერს, წმიდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღავლინა პერედელკინოს მახლობლად მდებარე სკიტის წმიდა მთავარ ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში. რუსეთის პატრიარქმა უკანასკნელ თვეებში, პანდემიის მიზეზით დამკვიდრებული ტრადიციით, წირვა სრულიად მარტომ, სამღვდელოებისა და მრევლის გარეშე, თავის მორჩილებაში მყოფი რამდენიმე მონაზვნის თანდასწრებით აღავლინა.   — wenews.ge

13.12.2020 | 19:52
საბერძნეთში უსახლკაროებს ტაძარი დაუთმეს

საბერძნეთში, ალმირუს მიტროპოლიტმა ეგნატემ თავის ეპარქიაში არსებული წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი უსახლკარო ადამიანებსა და თავშესაფრის გარეშე დარჩენილ მიგრანტებს დაუთმო.   — wenews.ge

12.12.2020 | 16:50
საეკლესიო კალენდარი: 12 დეკემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 დეკემბერს მღვდელმოწამე აბიბოსის, ნეკრესელი ეპისკოპოსის, მოწამე პარამონის და მისთან 370 მოწამის, მოწამე ფილუმენის, ღირსი აკაკი სინელის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი წმიდა აბიბოს ნეკრესელი, საქართველოში ჩამოვიდა VI საუკუნეში ცამეტ ასურელ მამასთან ერთად. წავიდა მამა თავიდან ღირს იოანესთან და სხვა ძმებთან ერთად ზადენის მთაზე ცხოვრობდა, შემდგომ კი ევლავიოს კათოლიკოსის…

12.12.2020 | 16:45
პატრიარქი პარლამენტის გახსნას პანდემიის გამო ვერ დაესწრო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მეათე მოწვევის პარლამენტის გახსნას ვერ დაესწრო, მიზეზი გახლავთ პანდემიიდან გამომდინარე მისი დაინფიცირების საშიშროება, როგორც უკვე ცნობილი გახდა, პატრიარქი უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე, საპატრიარქოში მკაცრ კარანტინში იმყოფება. ეს არის მეორე შემთხვევა 2003 წლის შემდეგ, როცა საქართველოს პატრიარქი პარლამენტის გახსნას არ ესწრება.   — wenews.ge

Τα σημαντικότερα νέα