ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
12.12.2020 | 16:43
სალომე ზურაბიშვილი: ,,ეკლესიამ გადაარჩინა ქართველი ერის იდენტობა”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე წარმოთქმულ თავის სიტყვაში საქართველოს ეკლესიის როლს შეეხო: ,,სახელმწიფო ძლიერი მაშინ არის, როდესაც მას აქვს ძლიერი ინსტიტუტები. დღევანდელი თავდასხმა ყველა ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჩვენი იდენტობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების, სტაბილურობის ღერძი და ქვეყნის მომავლის ქვაკუთხედია არის სახელმწიფოსთვის დესტრუქციული. პატრიარქი, რომელიც ჩვენი სულიერი ენერგიისა და ეროვნული სიმხნევის წყაროა; ჩვენი…

12.12.2020 | 16:21
ალექსანდრიის პატრიარქი პილუსიის განსვენებულ მიტროპოლიტ ნიფონს დაემშვიდობა

2020 წლის 11 – დეკემბერს დაკრძალეს ალექსანდრიის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, პილუსიის მიტროპოლიტი ნიფონი. დაკრძალვაზე მიბრძანდა უნეტარესი პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის თეოდორე მეორე, რომელმაც განსვენებული მღვდელმთავრის სულის მოსახსენებლად ღვთისმსახურება აღავლინა და გამოემშვიდობა მას. პილუსიის მიტროპოლიტი ნიფონი მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, 61 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მისი.   —…

12.12.2020 | 16:18
ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე თავისი ეპარქიის სამღვდელოებას მიმართავს

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, ლიმასოლის მიტროპოლიტმა ათანასემ თავისი ეპარქიის სამღვდელოებას მიმართა. “ძვირფასო ძმებო და მამებო ქრისტეში! ვაცნობიერებთ და ვუზიარებთ ერთურთს ტკივილსა და მწუხარებას, რაც ტაძრების ხელახლა დახურვის გამო მოგვადგა, აგრეთვე თქვენს პასტორალური შფოთვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართოთ ეს უპრეცედენტო მდგომარეობა, რომელიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში გვაყენებს. მე, როგორც მწყემსსა და ეპისკოპოსს, მსურს, ჩემი მოკრძალებული…

12.12.2020 | 16:15
“სასურველია, ყველა ტაძარი ამ დღეებში იყოს გახსნილი მრევლისთვის” – მიტროპოლიტი იეროთეოსი

ბევრი მეკითხება, რა უნდა გავაკეთოთ წმიდა ტაძრების დახურვასთან დაკავშირებით შობის, ახალი წლისა და ნათლისღების დიდი დღესასწაულების დროს?! მინდა მოვიტანო სამი ფაქტი: პირველ რიგში, პანდემიასთან დაკავშირებით მართლაც დიდი პრობლემაა, რომელმაც უმოქმედოდ არ უნდა დაგვტოვოს, გულგრილი არ უნდა ვიყოთ, როდესაც ადამიანები ყოველდღე იღუპებიან. მეორეც, დღესასწაულები, რომლებსაც ჩვენ ველოდებით, გლობალურია. ისინი სიცოცხლეს აზრს აძლევენ და ძირითადად წმიდა ტაძრებში…

12.12.2020 | 16:13
გარდაიცვალა ათონის მთის “მთავარი ტრაპეზარი”

სამოცდაოთხი წლის ასაკში გარდაიცვალა ათონის წმიდა მთის ერთ-ერთი უხუცესი სქემმონაზონი, გერონდა ეპიფანე. მას ათონის მთაზე ყველა იცნობდა, როგორც საუკეთესო ტრაპეზარს, მზარეულს… მამა ეპიფანე იყო ათონის მთის მონასტრებისთვის კერძების რეცეპტების შემდგენი, როდის და როგორ უნდა იკვებონ მონაზვნებმა. უფალმა სასუფეველში დაამკვიდროს სქემმონაზონ ეპიფანეს უკვდავი სული და მისცეს საუკუნო ხსენება.   — wenews.ge

12.12.2020 | 16:11
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმარი გამოხატა გამოჩენილი ქართველი ლოტბარის, ქართული გალობისა და ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებლის, თავისი ნათლულის, თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის ოფიციალური წერილი გაავრცელა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა. “საუკუნის ხმა, – თემურ ქევხიშვილი მარადისობის მკვიდრი გახდა. დიდებული ლოტბარის, ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის უბადლო შემსრულებლის, მომავალი თაობის აღზრდისათვის დამაშვრალი…

11.12.2020 | 21:47
სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ COVID-19 დაამარცხა

10 დეკემბერს – სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა კორონავირუსი დაამარცხა და საავადმყოფოდან გაწერეს. დაბროვოსნიის სამიტროპოლიტოს განცხადების თანახმად მიტროპოლიტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია.   — wenews.ge

11.12.2020 | 21:43
ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის წერილი მამა დავით ქვლივიძის ოჯახს

ათონის მთის ვატოპედის საპატრიარქო და სტავროპიგიალური მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ეფრემის სამძიმრის წერილი დეკანოზ დავით ქვლივიძის ოჯახს   ჩემო საყვარელო ქრისტესმიერო შვილებო ირმა, ნინო, მარიამ, ანა და ელისაბედ! უფსკრულია უფლის მსჯავრი, ხოლო ეს ცხოვრება, მართლაც, აჩრდილი და სიზმარი. ტირილით იბადება ადამიანი ამქვეყნად და როდესაც მიდის, ისევ ცრემლები იღვრება. გახარებას ვერ ასწრებს და უკვე მწუხარება მოიცავს. ნეტარია…

11.12.2020 | 21:39
ვარშავაში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა

გორისა და ატენის ეპარქია საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვარშავაში წმინდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიების შესახებ გვამცნობს. დავით ყოლბაიას განმარტებით, 2020 წლის 6 დეკემბერს, ვარშავაში პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის ინიციატივით, წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლისადმი (ფერაძე) მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფა განთავსებულია იმ შენობაზე (ul. Stefana Okrzei 22,…

Τα σημαντικότερα νέα