ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
11.12.2020 | 21:36
მოგონებები მამა დავით ქვლივიძეზე

სოციალურ ქსელში მრავალი თბილი და მადლიერებით სავსე მოგონებს ვკითხულობთ მამა დავითის სულიერი შვილებისგან. რამდენიმეს გთავაზობთ:   “ალბათ 15 წლის წინ, მომაკვდავი მეგობარი გვეწვა რეანიმაციაში, სასწრაფოდ საზიარებელი გახდა მდგომარეობის გამო.. შაბათი საღამო იყო, ვერცერთი ნაცნობი მღვდელი ვერ ვნახეთ. თან ბერძნების დელეგაცია იყო მახსოვს ჩამოსული, ანდრია პირველწოდებულის ნაწილებით და მთელი სამღვდელოება დიდ სამებაში იყო საზეიმო ლოცვაზე.  …

11.12.2020 | 21:09
მამაოს “აყვანის” შესახებ

დეკანოზი თამაზ ლომიძე: “მთელი კაცობრიობიდან მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩება და შევა მარადიულ სიცოცხლეში. როცა უფალი წინასწარ ხედავს ადამიანის გულს და ინებებს და მოუხმობს მას, ბევრი ამბობს: მამაო უნდა ავიყვანო, უნდა დავიწყო ეკლესიური ცხოვრებაო. თუმცა ბევრისთვის ბუნდოვანია, რატომ უნდა აიყვანოს მამაო, რა არის ეს ეკლესიური ცხოვრება და რომელია ის პირველი და აუცილებელი ნაბიჯები სარწმუნოებაში. მამაოს აყვანა…

11.12.2020 | 21:06
“თანამედროვე საზოგადოების დიდი ნაწილი ცხოვრებისეულ გამოწვევებს და სიძნელეებს სულიერი იმუნიტეტის გარეშე ხვდება”

წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი – სქემმღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი): “აღმოჩნდა, რომ თანამედროვე საზოგადოების დიდი ნაწილი ცხოვრებისეულ გამოწვევებს და სიძნელეებს სულიერი იმუნიტეტის გარეშე ხვდება… განსაცდელებით და პრობლემებით გარშემორტყმული ადამიანი შინაგანად გამოიფიტა და დეპრესიას, უიმედობას მიეცა… ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც ცარიელი ღუმელი ვერ გამოსცემს…

11.12.2020 | 20:50
საეკლესიო კალენდარი: 11 დეკემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 დეკემბერს ღირსმოწამე და აღმსარებელ სტეფანე ახლის, მოწამე ირინარხეს და შვიდი წმიდა დედის, მოწამეების: სტეფანეს, ბასილის, გრიგოლის, სხვა გრიგოლის, იოანეს და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს.   ღირსმოწამე სტეფანე ახალი ღირსმოწამე სტეფანე ახალი 715 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. მის მშობლებს ორი ასული ჰყავდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ძის მონიჭებას. როცა სათხოვარი…

10.12.2020 | 15:59
“ზომების უმკაცრესი დაცვით შობას გავხსნით ტაძრებს”- პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმე ერთ-ერთ ტელეგადაცემაში განაცხადა, რომ გეგმავს შობას ტაძრების გახსნას ხალხისათვის, ხოლო საღვთო ლიტურგია აღევლინება რეკომენდაციების სრული დაცვით. შეგახსენებთ, რომ ამჟამდ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით ტაძრებში ღვთისმსახურებას მხოლოდ სასულიერო პირები აღასრულებენ. ეპიდემიის გავრცელების დღიდან დღემდე საბერძნეთში კორონავირუსულ ინფექციას სამი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი მღვდელმთავრისა და რამდენიმე…

10.12.2020 | 15:55
“ეს დაავადება მივიღე, როგორც გაკვეთილი ღვთისგან” – მიტროპოლიტი გიორგი

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კიტრუს, კატერინისა და პლატამონას წმიდა სამიტროპოლიტო თავისი მმართველი მღვდელმთვრის, მიტროპოლიტ გიორგის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მიტროპოლიტი გიორგი: 1. გულმხურვალე მადლობას უთვლის ყოვლადუწმიდეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსსა და ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს იერონიმე მეორეს ძვირფასი მამობრივი სურვილებისთვის. ასევე მადლობას უხდის ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავრებს, სასულიერო პირებსა და მონაზვნებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პიერიის მაცხოვრებლებს,…

10.12.2020 | 15:48
კვიპროსზე შობის დღესასწაულზე ტაძრებში მხოლოდ სამღვდელოება იქნება

ექსპერტთა რჩევის საფუძველზე, კვიპროსის მინისტრთა საბჭომ, სხვა საკითხებთან ერთად გადაწყვიტა, რომ ყველა სახის ღვთისმსახურება შესრულდეს იერარქთა და სასულიერო პირთა მიერ, მორწმუნეთა დასწრების გარეშე. მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით მხოლოდ ნათლისღებისა და ქორწინების საიდუმლოებათა შესასრულებლად მიეცეს ტაძრებს ნება, დაუშვან მაქსიმუმ ათი მორწმუნე. გადაწყვეტილება ხვალ, 2020 წლის 11 დეკემბერს შევა ძალაში და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება, რაც ნიშნავს, რომ ქრისტეს…

10.12.2020 | 15:46
ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V) – 27 (10.12) ნოემბერი

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი ქალაქ როსაში დაიბადა და ანტიოქიის მახლობლად მოსაგრეობდა V საუკუნეში. დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფალმა მას განჭვრეტისა და კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანის ლოცვებით მრავალი უშვილო დედაკაცი დაიხსნა ბერწობისაგან. წმიდა რომანოზი მკაცრი მმარხველი იყო და ჯვალოს ქვეშ მძიმე ჯაჭვებს ატარებდა. ნეტარმა მრავალი წელი იცხოვრა დაყუდებაში ისე, რომ ცეცხლი არ აუნთია. ბოლოს ღრმად მოხუცებულმა ღირსმა მამამ მშვიდობით…

10.12.2020 | 15:43
შობას ესტონეთში ტაძრები ღია იქნება

ესტონეთის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის (მსოფლიო საპატრიარქო) მეთაური, ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტი სტეფანე იუწყება, რომ ქრისტეს შობის დღესასწაულზე, (შესწორებული კალენდრის მიხედვით) 25 დეკემბერს, ესტონეთში ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ექნება საშუალება, მივიდეს წმიდა ტაძარში და მიიღოს ზიარება.   — wenews.ge

Τα σημαντικότερα νέα