საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება წმინდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულის, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებლის და წმინდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის ხსენება წმინდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლისა….
ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისათვის ზრუნვა. ყოველი ადამიანი – დიდი თუ პატარა – უნდა გაემიჯნოს ძალადობას და გააცნობიეროს, რომ ჩვენს რთულ დროში მდგომარეობის მკვეთრად დაძაბვა რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მთავარ მონაპოვარს – სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს! და ამის გათვალისწინებითაც განსაზღვროს თავისი ნაბიჯები. ამასთან,…
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველმა, დეკანოზმა ნიკოლოზ ბალაშოვმა სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რია ნოვოსტისთან კომენტარი გააკეთა: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე დიდი ყურადღებითა და შეშფოთებით ადევნებს თვალს სირიაში განვითარებულ მოვლენებს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი მხურვალედ ლოცულობს თავის თანამოძმე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ იოანესთვის, ანტიოქიის ეკლესიის ეპისკოპოსების, მღვდლებისა და დიაკვნებისთვის, მონოზვნებისა და ერისკაცებისთვის,…
საზოგადოებაში საპროტესტო აქციების პარალელურად სიძულვილმა ზღვარს მიაღწია, არ ჩანს ორმხრივი დიალოგისა და დისკუსიის მზაობა, რაც სასურველი იქნებოდა. მოწმენი ვართ სიძულვილის უკიდურესი გამოვლინებებისა. სამწუხაროა, რომ საქმე ოკულტურ რიტუალებამდეც მივიდა და მჩხიბაობის აქტიც შედგა. ამას გარდა, პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე გამართული სანახაობის დროს მომიტინგეებმა გამოიყენეს კუბო, რომელზეც მაცხოვრის გამოსახულება იყო ამოკვეთილი. ამ წარმოდგენის დროს აქციის მონაწილეებმა კუბო…
28 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ეკლესიის ისტორიის, პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის ინიციატივით, ყოველკვირეული სამეცნიერო მოხსენებების ფარგლებში, აკადემიის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტმა ვეფხო სუმბაძემ (ხელმძღვანელი – მამა საბა გელაშვილი) წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ მოღვაწეობითი გზა სრულყოფისაკენ და განღმრთობა (წმ. თეოდორე ედესელის სწავლათა მიხედვით). შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგები და სტუდენტები. მომხსენებელმა…
მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) დაბადების 75-ე წლისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო 2024 წლის 28 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თაოსნობით, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ბატონ გიორგი ტყემალაძის უდიდესი მხარდაჭერით, საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი მღვდელმთავრის, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, თბილისის…
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვითარება კვლავ დაძაბულია. გუშინ საღამოს ,,ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორზე უცნობი პირების თავდასხმა საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ პროცესი უმართავი გახდება და მსგავსი ძალადობრივი ქმედებები გახშირდება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ძალადობა და აგრესია, ის არაჯანსაღი პროცესები და ქმედებები, რომლებიც იწვევს საზოგადოების მხარეებად გახლეჩას და დაპირისპირებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და სახელმწიფოებრივი სტრუქტურის წარმომადგენლებს,…
ამა წლის 3 დეკემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში არქიმანდრიტმა იოვანემ (მჭედლიშვილი) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი თომა თავართქილაძე, რომელსაც სახელად ლუკა უწოდა. sazu.ge
ამა წლის 3 დეკემბერს ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში ბერად აღკვეცა საეპისკოპოსო რეზიდენციასთან არსებული წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი საბა გეგეშიძე, რომელსაც სახელად ილარიონი უწოდა. sazu.ge