ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
03.12.2020 | 17:55
ეკლესიის სამსახურში დაუღალავი გარჯის გამო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ბრძანებით ბატონი სერგო ვარდოსანიძე დაჯილდოებულია საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმ გიორგის ოქროს ორდენით

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მისი დაარსების დღიდან დღემდე მოღვაწეობს, ხოლო 26 წელია ამ სასწავლებლის საქართველოს ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობს. ბატონმა სერგომ ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობა საქართველოს ეკლესიის ისტორიის კვლევას მიუძღვნა, ხოლო, როგორც პედაგოგმა, თაობები გაზარდა ეროვნული სულისკვეთებით. იგი წლების განმავლობაში წარმატებით უძღვება საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია…

03.12.2020 | 17:51
პატრაში ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა გამოაბრძანეს [ფოტო]

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, პატრის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა ქალაქის დასალოცად წმიდა მოციქულის, ანდრიას პირველწოდებულის პატიოსანი თავის ქალა გამოაბრძანა და სიწმიდის თანხლებით ფეხით მოიარა ქალაქის ქუჩები. დღეს, 30 ნოემბერს, ახალი შესწორებული კალენდარული სტილით არის წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე.         — wenews.ge

03.12.2020 | 17:47
“ვაქცინაციაზე სინოდი ერთსულოვანი არ არის” – მორფუს მიტროპოლიტი

“ძვირფასო ძმებო და დებო ამით, მე მინდა არა მხოლოდ მორფუს წმიდა სამიტროპოლიტოს, არამედ კვიპროსის ეკლესიის ღვთისმოსავ მრევლს ვუთხრა, რომ კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება (1/20/2020) კორონავირუსის პანდემიის შესახებ,რომელშიც ვაქცინის რეკომენდაციაზეა საუბარი არ წარმოადგენს წმინდა სინოდის წევრების ერთსულოვან გადაწყვეტილებას! როგორც ეს გამოცხადდა. დღევანდელი სინოდის დროს ჩვენ შევხვდით ამის შესახებ სპეციალისტ ექიმებსა და ეპიდემიოლოგებს, მაგრამ რაიმე საკითხის…

03.12.2020 | 17:44
,,ევროკავშირის საქმე არ არის გავხსნით თუ დავკეტავთ ტაძრებს” – რუმინეთის საპატრიარქო

“არავის და მათ შორის არც ევროკავშირს არ შეუძლია გვითხრას, გავაღებთ თუ დავკეტავთ წმინდა ტაძრებს. ჩვენ ვიცავთ ყველა ზომას, (ნიღბები, ანტისეპტიკები, სიცხის მაკონტროლებელი საშუალებები, დეზინფექცია და ა.შ.), ყველამ იცოდეს რუმინეთის წმინდა ტაძრები აღარ დაიხურება არანაირად.” – განაცხადა პატრიარქ დანიელის სპიკერმა. ,,იმ ფონზე როცა უზარმაზარი უნივერმაგები, სუპერმარკეტები, სადაც ათასობით თანამშრომელია და მომხმარებელი, აგრძელებენ მუშაობას, მაშინ რატომ არ…

03.12.2020 | 17:41
საპატრიარქო არჩევნები სერბეთის ეკლესიაში

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი სულ მალე გამმოაცხადებს დეტალებს ახალი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით. ძირითად პრობლემად ამ შემთხვევაში ისახება პანდემია, რომელიც აბრკოლებს გადაადგილებებს, რადგან, როგორც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე აღნიშნავს, მღვდელმთავრები მთელი ევროპისა და სხვა კონტინენტების მაშტაბით არიან, რომლებიც აუცულებლად უნდა წარსდგნენ არჩევნებზე. ცნობილი ხდება, რომ 20 თებერვლამდე უნდა მოხდეს სერბეთის ახალი პატრიარქის არჩევა, როგორც ტახტის მოსაყდრე…

03.12.2020 | 17:36
სინანულისა და შინაგანი სრულყოფის გარეშე შეუძლებელია ღმერთთან მიახლება

გვესაუბრება შემოქმედის ეპარქიაში მდებარე სოფელ შრომის წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და სოფელ ჩიბათის წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრების წინამძღვარი, დეკანოზი პავლე ქინქლაძე: – ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირისთვის აუცილებელი პირობაა ურყევი რწმენა და თავდადებული სიყვარული, ეს ის მყარი საფუძველია, რომელზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი სულიერი შენობა. წმინდა წინასწარმეტყველმა, იოანე ნათლისმცემელმა თავისი ქადაგება შემდეგი სიტყვებით დაიწყო: “შეინანეთ რამეთუ მოახლოებულ…

03.12.2020 | 17:28
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება

წმინდა იოაკიმემ და წმინდა ანამ ორმოცდაათი წელი იცხოვრეს ერთად, მაგრამ შვილი არ მიეცათ, რის გამოც კაცთაგან უამრავ შეურაცხყოფას ითმენდნენ. ერთხელ მღვდელმთავარმა იოაკიმეს მსხვერპლიც კი არ მიიღო – უთხრა, ეტყობა ბევრი დაფარული ცოდვა გაქვს, რაკი ღმერთი შვილს არ გაძლევსო. დიდმა მწუხარებამ მოიცვა მართალი ცოლ-ქმარი. წმინდა ანამ გოდებით აღუთქვა უფალს, რომ თუ წყალობას მოიღებდა და შვილს აჩუქებდა,…

03.12.2020 | 17:25
“სიკეთე უნდა ვთესოთ, სიკეთე ვაკეთოთ, ვიყოთ ურთიერთის მიმართ კეთილისმყოფელნი, რათა მშვიდობა სუფევდეს ჩვენ გარშემო”

ახლა შობის მარხვა დგას. მთელი მარხვის განმავლობაში ადამიანი განსაკუთრებით უნდა ცდილობდეს, დააგროვოს სულიერი საუნჯე. ამისათვის მხოლოდ საჭმლის მიღებისაგან თავის შეკავება საკმარისი არ არის. ყოველმა ჩვენგანმა, უპირველეს ყოვლისა, სიკეთე უნდა ვთესოთ, სიკეთე ვაკეთოთ, ვიყოთ ურთიერთის მიმართ კეთილისმყოფელნი, რათა მშვიდობა სუფევდეს ჩვენ გარშემო. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, რწმენასთან, სიყვარულსა და სასოებასთან ერთად, სულიერი საუნჯეა. უფალი ბრძანებს:…

03.12.2020 | 16:35
საეკლესიო კალენდარი: 3 დეკემბერი

მართლმადიდებელი ეკლესია 3 დეკემბერს ღირსი გრიგოლ დეკაპოლელის, წმიდა პროკლეს, მოწამე დასის, მოწამეთა: ევსტათის, თესპესის და ანატოლის,, სპარსელ ეპისკოპოსთა; მოწამეთა: აზატი საჭურისისა, სასონისა, თეკლასი, ანასი და სხვათა დედათა, სპარსეთს წამებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს.   ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი დაიბადა ისავრიის ქალაქ ირინოპოლში, რომელიც ათქალაქის ანუ დეკაპოლის შემადგენლობაში შედიოდა. მან სიყრმიდანვე შეიყვარა საეკლესიო მსახურება. როცა…

Τα σημαντικότερα νέα