ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
03.12.2020 | 12:20
მილოცვა – პროფესორი სერგო ვარდოსანიძე – 65

ვებ-გვერდ “მსოფლიო საეკლესიო სიახლენის” ადმინისტრაცია პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით დაბადებიდან 65 წლის იუბილეს ულოცავს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს. ბატონი სერგოს ღვაწლი და დამსახურება გამორჩეულია ჩვენი სამშობლოსა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მის მიერ განისწავლა და აღიზარდა სასულიერო და საერო პირთა თაობები (მათ შორის…

02.12.2020 | 20:19
გარდაიცვალა არქიმანდრიტი ამბროსი (დათოშვილი)

სამოცდათოთხმეტი წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად (ინსულტი), ღვთივმიიცვალა წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სასულიერო პირი, დუშეთის წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და წმიდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ამბროსი (დათოშვილი). უფალმა მართალთა თანა განუსვენოს მის უკვდავ სულს.   — wenews.ge

02.12.2020 | 20:17
“ტრენდული სახლი” მეუფე ნიკოლოზს iPhone 12-ის ქეისებს სთავაზობს საჩუქრად

“ტრენდული სახლი” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. “მოგეხსენებათ დღეს მეუფე ნიკოლოზმა საჩუქრად მიიღო Iphone 12 პრო. შესაბამისად მას დასჭირდება ახალი ქეისი იმისათვის, რომ ახალი ტელეფონი არ დაუზიანდეს. ტრენდული სახლი გამოთქვამს სურვილს, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ მისი iphone 12 მრავალფეროვანი ქეისებით”, – ნათქვამია “ტრენდული სახლის” განცხადებაში.   — wenews.ge

02.12.2020 | 20:15
“საჩუქარი არასდროს მიგვიღია, ყველაფერი მსხვერპლით მოვიპოვეთ” – რუმინეთის პატრიარქი

“რუმინელების ერთიან ეროვნულ სახელმწიფოდ გაერთიანება მოხდა მრავალსაუკუნოვანი ტანჯვის, მრავალი სულიერი და მატერიალური მსხვერპლის შედეგად” – აღნიშნა სრულიად რუმინეთის პატრიარქმა უნეტარესმა დანიელმა რუმინეთის ეროვნული ერთიანობის დღეს. “ჩვენი მღვდლები ჯარისკაცებს ბრძოლაში ეხმარებოდნენ და მათთან ერთად იყვნენ რთულ დღეებში… მოგვიანებით, პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრონტზე იმყოფებოდა 250 რუმინელი მღვდელი, რომლებსაც “სამხედრო აღმსარებლებს” უწოდებდნენ. მათგან რამდენიმე სიკვდილითაც კი დასაჯეს”,…

02.12.2020 | 20:12
ლიმასოლის მიტროპოლიტმა ერთი დღით ტაძარი მრევლისთვის გახსნა

მორწმუნეთა თანდასწრებითა და ყველა სანიტარული ზომის დაცვით, ახალი შესწორებული კალენდარული სტილით წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე ლიმასოლის ეპარქიაში აღინიშნა მრევლთან ერთად. ერთი დღით ლიმასოლის მიტროპოლიტმა ათანასემ ტაძარი მრევლისთვის გახსნა, რადგან ხელისუფლების ნებართვით მოციქულის ხსენების დღესასწაულზე ლიმასოლში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.   — wenews.ge

02.12.2020 | 20:09
კვიპროსის ეკლესიის წმ. სინოდმა სამწყსოს ურჩია, რომ გაიკეთონ კორონავირუსის ვაქცინა

2020 წლის 1 დეკემბერს სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსის უნეტარესი ქრიზოსტომოს მეორის თავმჯდომარეობით გაიმართა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის საგანგებო სხდომა. სხდომაზე მოწვეული იყვნენ მიკრობიოლოგიის, მოლეკულური ვირუსოლოგიის, საზოგადო ჯანმრთელობისა და ვირუსოლოგიის, მოლეკულური მედიცინის, ეპიდემიოლოგიის მეცნიერ-პროფესორები, რათა წმიდა სინოდის წევრებისთვის მიეწოდებინათ არსებული მგდომარეობის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია, რა დროსაც მღვდელმთავრებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ პროფესორებისთვის კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით….

02.12.2020 | 20:07
გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ოთხივე მკლავი თუნუქის მყარი სახურავით დაიფარება

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე საჭიროების წინაშე მდგარი ყველა არქიტექტურული სეგმენტი წლის ბოლომდე დროებითი გადახურვის ქვეშ მოექცევა. თუნუქის მყარი სახურავით ამჯერად მთავარი ტაძრის ოთხივე მკლავი დაიფარება, რომლის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია სააგენტოს საბჭოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციაზე უახლოეს დღეებში შეთანხმდება. ზამთრის სეზონზე პრევენციული ღონისძიებების მორიგ ეტაპს ისევ შემსრულებელი მხარე – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ და მისი კონტრაქტორი…

02.12.2020 | 20:03
ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, გთხოვთ, დავუდგეთ გვერდით მღვდელმონაზონს

მეგობრებო, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ თქვენი დახმარებით გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსულან ადამიანები, ამჯერადაც ამის იმედი გვაქვს. რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმონაზონ ექვთიმეს (ბერაძე), ერისკაცობაში – გიორგი ბერაძე, ჩვენი დახმარება სჭირდება. ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მამა ექვთიმეს ძლიერი ტკივილები აწუხებს, შეზღუდული აქვს მოძრაობის და ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობა, წირვაზე დგომაც კი უჭირს და ეს მისთვის ძალიან მტკივნეული მდგომარეობაა. მამა ექვთიმეს…

02.12.2020 | 19:58
საეკლესიო კალენდარი: 2 დეკემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 დეკემბერს ილარიონ ქართველის, წინასწარმეტყველ აბდიას, მოწამე ვარლაამის და იოსაფის და მისი მამის აბენერის, მოწამე აზას და 150 მხედრის, მოწამე ილიოდორესის ხსენების დღეს აღნიშნავს.   ღირსი ილარიონ ქართველი ღირსი მამა ილარიონი კახელი აზნაურის შვილი იყო, დონაურთა გვარიდან. ექვსი წლის ყრმა სასწავლებლად ღირსეულ და ღმრთისმოყვარე ბერს მიაბარეს. ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამ იხილა…

Τα σημαντικότερα νέα